ყავა მანია :)

ლათინური ამერიკა
გვატემალა “Antigua”
ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ყავის პლანტაციები მდებარეობს Antigua-ს რეგიონში. პლანტაციების უმეტესობა განლაგებულია გვატემალას სამხრეთ ნაწილში სადაც მოყავთ საუკეთესო არაბიკას მარცვლები. ამ ყავას დაკრავს ხილის გემო და ძლიერი არომატი.
კუბა “Turquino”
ეს ყავა მოდის აღმოსავლეთი და ცენტრალური კუბის საუკეთესო პლანტაციებიდან. მისი მოყვანისას არ გამოიყენება არანაირი სასუქი. რადგან ის იზრდება დაბლობზე, მას აქვს დაბალი მჟავიანობა ვიდრე სხვა ყავებს ცენტრალური ამერიკიდან. მისი გემო განუმეორებელ კუბურ სიგარას მოგვაგონებს!
ნიკარაგუა Maragogype “Giants”
ეს ყავა მოყავთ Jinotega-ს პლანტაციებზე რომელიც განთავსებულია ზღვის დონიდან 1500 მ. ნიკარაგუა ითვლება ერთ-ერთ საუკეთესო ყავის მწარმოებლად. მარცვლების მოკრეფვა ხდება ხელით რადგან მარცვლები მწიფდება სხვადასხვა დროს. მისი მარცვლები საკმაოდ დიდი ზომისაა, არის მომწარო და აქვს ნაღების არომატი.
<b>კოლუმბია უკოფეინო “Decaffeinated”
ეს ყავა მოყავთ Huila-ს პლანტაციებზე რომელიც მოშორებულია ცივილიზაციიდან. მორწყვისთვის გამოიყენება სუფთა მთის წყალი. Caiba არის ხის ტიპი რომელიც იზრდება ამ რეგიონში. მას აქვს არაჩვეულებრივი ხილის სურნელი და არ ააქვს კოფეინი.
კოლუმბია Supremo “La Ceiba”
ეს ყავა მოყავთ Huila-ს პლანტაციებზე რომელიც მოშორებულია ცივილიზაციიდან. მორწყვისთვის გამოიყენება სუფთა მთის წყალი. Caiba არის ხის ტიპი რომელიც იზრდება ამ რეგიონში. მას აქვს არაჩვეულებრივი ხილის სურნელი.
ბრაზილია “Fazenda Lagoa”
ერთ-ერთი საუკეთესო ბრაზილიური ყავა რომელიც მოდის ეკოლოგიურად სუფთა გარემოში. შესაბამისად, მისი რაოდენობა ლიმიტირებულია. ამ ყავას მიუღია არა ერთი ჯილდო საერთაშორისო გამოფენებზე. აქვს რბილი მოტკბო გემო.
აფრიკა
კენია “Pearls of Africa”
ყავის ექსპორტიორ ქვეყნებს შორის კენიას უკავია საკმაოდ პატარა წილი (1.5%). სამაგიეროდ ხარისხით ერთ-ეთი ყველაზე საუკეთესოა. ეს ყავა არის Kiundi რეგიონიდან და არის ხელით მოკრეფილი. ის მოხალულია გამოცდილი ექსპერტების მიერ რაც აძლევს მას შეუდარებელ გემოს.
ეთიოპია “Sidamo”
Sidamo-ს რეგიონი მდებარეობს ეთიოპიის სამხრეთ ნაწილში. ეთიოპია ცნობილია როგორც ყავის “დაბადების” ადგილი. ყველაზე ძველი ყავის პლანტაციები ნაპოვნი იყო ეთიოპიაში. ეთიოპია ცნობილია როგორც ყველაზე დიდი არაბიკას მარცვლების ექსპორტიორი. ეს ყავა საკმაოდ ძნელი ასაღწერია. მის ძლიერ არომატს თან ახლავს ძლიერი შოკოლადის გემო.
ესპრესო
ესპრესო “Espresso No. 3”
ესპრესოს ახალი ბრენდი რომელიც შედგება 30% აფრიკული რობუსტასგან და 70% ბრაზილიური არაბიკასგან. საკმაოდ ძლიერია და მისი გემო რჩება დიდი ხანი.
არომატიზირებული ყავა
შოკოლადი ნაღებით “Chocolate Cream”
როგორც ყველა არომატიზირებული ყავა, ეს ყავაც შეიცავს საუკეთესო არაბიკას მარცვლებს. შოკოლადის არომატი აძლევს მას განუმეორებელ გემოს!
ირლანდიური ნაღები “Irish Cream”
შეიცავს 100% საუკეთესო არაბიკას მარცვლებს. აქვს უცნაურად რბილი და ამავდროულად ძლიერი გემო.
თურქული თაფლი “Turkish Honey”
კოლუმბიური და ბრაზილიური არაბიკას მარცვლებს დამატებული აქვს თურქული თაფლის არომატი. თაფლის ტკბილი სურნელი და ყავა იძლევა საუკეთესო ნაერთს!
ყავა თხილით “Happy Hazelnut”
ცენტრალური და სამხრეთ ამერიკის არაბიკას მარცვლებს დამატებული აქვს თხილის არომატი რაც აძლევს ყავას განუმეორებელ გემოს!
http://teamania.ge/geo/coffee
No comments:
Post a Comment