Friday, December 14, 2012

უცნაური ექსპერიმენტი

XVI საუკუნის ქრონიკებს თუ ვენდობით, მეფე გუსტავ პირველმა ტყუპ ძმას, რომლებსაც ბრალადსახელმწიფო დანაშაული ედებოდათ, სიკვდილით დასჯა სამუდამო პატიმრობით შეუცვალა, მაგრამ ერთი პირობით: სიკვდილამდე ერთ-ერთ მათგანს მხოლოდ ჩაი უნდა ესვა, ხოლო მეორეს – ყავა. ამ თავისებური ექსპერიმენტით სურდათ, განესაზღვრათ, რომელი სასმელი უფრო მავნებელი იყო ადამიანის ჯანმრთელობისათვის. ორივე ძმას ერთნაირი პირობები შეუქმნეს: თითოეულს ყოველდღიურად ასმევდნენ ყავის ან ჩაის კუთვნილ ულუფას. ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, ექსპერიმენტი მსჯავრდადებულთათვის საუკეთესო შედეგით დასრულდა, რადგან ორივემ დიდხანს იცოცხლა: მან, ვინც ჩაის მიირთმევდა, 83 წლამდე, ხოლო მეორემ – 87 წლამდე. ამის შემდეგ ყავა შვედების ეროვნულ სასმლად იქცა. ევროპაში ყავის გავრცელება XVII საუკუნის შუა წლებიდან მასობრივად დაიწყო: ვენეცია, ლონდონი, პარიზი, ბერლინი, ჰამბურგი – ყველგან იხსნებოდა ახალ-ახალი ყავახანები, რომლებიც შეხვედრების, კულტურისა და მეცნიერების მუშაკთა თავშეყრის ადგილებად იყო მიჩნეული. მათი მუდმივი სტუმრები იყვნენ ვოლტერი, რუსო, რობესპიერი, ჰიუგო, გოეთე და სხვა დიდი მოღვაწენი. XVII საუკუნის შუა ხანებში ყავა ჩრდილოეთ ამერიკაშიც გავრცელდა. საინტერესოა, რომ ამ მაგიურ სასმელს სხვა ხალხებთან შედარებით ხშირად მიირთმევენ შვედები, ფინელები და ნორვეგიელები. ერთ-ერთი პირველი ადგილი ერთ სულ მოსახლეზე ყავის სმის მიხედვით, სწორედ შვედებს უკავიათ. http://www.samba.ge/?page=coffee&lang=geo

No comments:

Post a Comment