Friday, December 14, 2012

ყავა მამაკაცის ინტელექტს კლავს, ქალს კი დეპრესიისაგან იცავს

ქალები, რომლებიც დღეში რამდენიმე ფინჯან ყავას მიირთმევენ, ნაკლებად დეპრესიულები არიან. ამ ფენომენის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა, კვლევის ავტორები თვლიან, რომ კოფეინი ტვინის ქიმიურ პროცესებზე გავლენას ახდენს. ყავას კოფეინის გარეშე კი მსგავსი ეფექტი არ აქვს. ამერიკელი ექსპერტები ქალბატონებს დეპრესიისგან თავის ასარიდებლად, კოფეინიანი ყავის მიღებას ურჩევენ. კვლევის შედეგები გამოქვეყნდა ჟურნალში Archives of Internal Medicine. ექსპერიმენტში მონაწილეობა მიიღო აშშ-ს 50 ათასმა ექთანმა. ჰარვარდის უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევითი სკოლა ქალების ჯანმრთელობას 10 წლის განმავლობაში, 1996-დან 2006 წლამდე, აკვირდებოდა. მთელი ამ ხნის განმავლობაში დეპრესია 2600 ქალბატონს დაუფიქსირდა. ამ ჯგუფში ძირითადად იყვნენ ისინი, ვინც ყავას არ სვამდა. ყავის მოყვარულების უმეტესობა ეწეოდა და ალკოჰოლსაც იღებდა, ნაკლებად აინტერსებდათ ეკლესიური ცხოვრება და საქველმოქმედო საქმიანობა. ამ ჯგუფის წევრი ქალბატონები ნაკლებად იტანჯებოდნენ ჭარბი წონით, მაღალი წნევითა და დიაბეტით. მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ კოფეინი ცხოვრებით კმაყოფილებასა და ენერგიულობას იწვევს. „ჩვენი მცდელობა, დაგვემტკიცებინა ყავის უარყოფითი გავლენა ჯანმრთელობაზე, უშედეგოდ დამთავრდა - ეს ასე არ არის!“ - წერენ Archives of Internal Medicine-ში კვლევის ავოტრები. ჰარვარდის უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევითმა სკოლამ მორიგი კვლევა ჩაატარა. ექსპერიმენტში, ამჯერად, შედარებით ნაკლები მოხალისე იღებდა მონაწილეობას. თუმცა, კვლევების შედაგად მიღებული დასკვნა ნამდვილად დიდ ინტერესს იწვევს. აღმოჩნდა, რომ ყავა სტრესულ სიტუაციებში დადებითად მხოლოდ ქალბატონებისათვის მოქმედებს, მამაკაცებში კი გონებრივ შეფერხებას იწვევს. კვლევაში მონაწილეობას 64 მოხალისე იღებდა. ყველა მათგანი ერთი ასაკის იყო. თითოეულ ადამიანს გარკვეული ამოცანების შესრულება შესთავაზეს, მათ შორის იყო მეხსიერების ტესტები და თავსატეხები. სტრესის გასაზრდელად რეზულტატებზე დაყრდნობით პრეზენტაციის მომზადება დაავალეს. დავალების შესრულებისას, მონაწილეთა ნახევარზე მეტმა ყავა დალია, დანარჩენმა კი უკოფეინო სასმელი. კვლევის რეზულტატებმა აჩვენეს, რომ ქალბატონები, რომლებმაც კოფეინიანი სასმელი - ყავა მიირთვეს, გაუმკლავდნენ მოზაიკა-თავსატეხს 100 წამით უფრო სწრაფად. მამაკაცებში სიტუაცია შეიცვალა. მათ ვინც ყავა მიირთვეს, თავსატეხების ამოხსნა გაურთულდათ, კერძოდ, 20 წამით მეტი დრო დასჭირდათ. ასევე, გაურთულდათ მეხსიერების ტესტების ამოხსნა. http://lady.mcvane.ge/main/chrelachrula/20062-bbbb-bbbbbbbyebb-bbbbbbbbb-bbbbb-bbbb-bb-bbbbbbbbbbbbb-bbyebbb.html

No comments:

Post a Comment