Friday, December 14, 2012

როგორ გავარჩიოთ ნამდვილი ყავა ფალსიფიცირებულისაგან?

სპეციალისტთა აზრით, ყავის ხარისხის განმსაზღვრელი მარტივი ხერხი არსებობს: ცივი წყლით სავსე გამჭვირვალე ჭიქაში ერთი კოვზი დაფქული ყავა ჩაყარეთ. თუ ყავა ნატურალურია, არ ჩაიძირება და წყლის ზედაპირზე იტივტივებს, ყალბი კი თანდათან ჩაიძირება და ფსკერზე დაილექება. ნატურალური ყავა წყალს ფერს არ შეუცვლის, ყალბში კი ყოველთვის არის საღებავი, რომლის წყალობითაც წყალი ფერს იცვლის. თუ ამ რჩევებს გაითვალისწინებთ, თქვენს ფინჯანში აღმოჩნდება ჯადოსნური სითხე, რომელიც ჯოჯოხეთივით ცხელი, ტარტაროზივით შავი, ანგელოზივით წმინდა და სიყვარულივით ტკბილია – სწორედ ისეთი, როგორიც ნამდვილი ყავა უნდა იყოს. http://www.samba.ge/?page=coffee&lang=geo

No comments:

Post a Comment