Friday, December 14, 2012
ყავის ისტორია
ყავის სამშობლოდ ეთიოპიაა აღიარებული. შემორჩენილია ლეგენდა ეთიოპიელ მწყემსზე, რომელმაც შემთხვევით გაუსინჯა გემოყავას: დაკვირვებულმა მწყემსმა შეამჩნია, რომ ყოველთვის, როდესაც მისი თხები ერთი პატარა ბუჩქის ფოთლებსა და ნაყოფს შეჭამდნენ, თავს უფრო მხნედ გრძნობდნენ. მწყემსმა თვითონაც გასინჯა ნაყოფი, რომელსაც უსიამოვნო გემო ჰქონდა, მაგრამ ერთი კარგი თვისება აღმოაჩნდა, ენერგიას მატებდა. მწყემსის შემდეგ ამ უცნაური ნაყოფის გასინჯვა იქვე არსებული მონასტრის წინამძღვარმაც მოისურვა. მალე კი ამ ნაყოფისაგან მომზადებულ სითხეს ბერებს ასმევდა, რომ ხანგრძლივი წირვა-ლოცვისათვის გაეძლოთ და მსახურებაზე არ ჩასძინებოდათ. ლეგენდა გვამცნობს, რომ ცოტა ხანში ყავის ნახარშის გამოყენება ჩვეულებად ექცა მონასტრის ახლომახლო მცხოვრებ მოსახლეობასაც, სულ მალე კი ამბავი გამამხნევებელ სასმელზე მთელ იმ არემარეში გავრცელდა. სასმელს, რომელსაც ყავის მარცვლებისაგან ამზადებდნენ, სახელად “კოფე” დაარქვეს, იმ ადგილის (“კაფას”) სახელწოდების მიხედვით, სადაც ეს მცენარე აღმოაჩინეს.
ყავას წამლადაც იყენებდნენ
ყავის ისტორია სახელგანთქმული ეთიოპიელი ექიმის, შეიხ ომარის სახელთანაც არის დაკავშირებული. ერთი გადმოცემით, ყავა სწორედ მან აღმოაჩინა. ახალი წამლების ძიებაში შეიხ ომარის თვალთახედვის არეში მოხვდა ყავის ნაყოფიც, რომლისგანაც მან მარგებელი ნახარში მოამზადა. თურმე შეიხ ომარი ნახარშს თავისა და კუჭის ტკივილის დასაამებლად იყენებდა.
ერთ-ერთი ლეგენდის მიხედვით, ყავა თვით წინასწარმეტყველმა მუჰამედმაც კი დააგემოვნა და მძიმე სენისაგან განიკურნა. აღმოსავლეთის ქვეყნების მკვიდრთა ყავისადმი სიყვარული სავსებით გასაგებია – კოფეინის აღმგზნები ეფექტის გამო ყავა მათთვის სპირტიანი სასმლის ალტერნატივად იქცა. როგორც ცნობილია, ყურანი სპირტიანი სასმლის დალევას კრძალავს, სწორედ ამიტომ XVI საუკუნის ბოლოს ყავამ არაბეთის უდიდესი ნაწილი დაიპყრო, ხოლო შემდეგ ევროპამდეც მიაღწია. ევროპის ქვეყნებიდან პირველ ხანებში ყავა მხოლოდ ინგლისმა არ მიიღო, უფრო კონკრეტულად კი, ლონდონის მოსახლეობამ. ლონდონელები მიიჩნევდნენ, რომ ყავა მანკიერებისა და სიბილწის სიმბოლო იყო, რადგან ადამიანს აღაგზნებდა.
ყავა საოცრად დადებითად მოქმედების მოწამვლის დროს. ამ შემთხვევაში კუჭის ამორეცხვის შემდეგ რეკომენდებულია დაზარალებულს მივცეთ 1-2 ფინჯანი ყავა, მისი მთრიმლავი ნივთიერებები კუჭისა და ნაწლავის ლორწოვან გარსზე დადებით გავლენას ახდენენ, შეუძლიათ დალექონ და წინააღმდეგობა გაუწიონ შხამიანი ნივთიერებების ნარჩენების შეწოვას. გარდა ამისა, კოფეინი მოწამვლის დროს ტონუსს აძლევს ორგანიზმს და აძლიერებს გულის შესუსტებულ მოქმედებას. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების დროსაც იყენებენ ყავას სამკურნალოდ. მასში შემავალი მთრიმლავი ნივთიერებები ხელს უწყობს ფაღარათის შეწყვეტას და საჭმლის მონელების გაუმჯობესებას. ამ შემთხვევაში იყენებენ არა მარტო შავ ყავას, არამედ მისგან მომზადებულ ჟელეს, მუსსა და კისელს. ხანდახან ყავის დახმარებით უწყვეტენ შეუცერებელ პირღებინებას ფეხმძიმე ქალებს.
ხანდახან ყავის გამოყენება შეიძლება როგორც ჭრილობის შემახორცებელი დამხმარე საშუალება. გვირჩევენ, რომ დაბეჟილობა და ჭრილობები (მათ შორის ჩირქოვანიც) მოვბანოთ კარბოლკისა და კალიუმის მანგანუმმჟავის 2-3% –იანი ხსნარით და დავაყაროთ წვრილად დაფქული ყავა. ჭრილობა უნდა დავბანოთ არა ნაკლებ 2-ჯერ დღეში. ყავის ფხვნილით დაფარული ფენა ხელს უწყობს ჭრილობის ზედაპირის გამოშრობას და უფრო სწრაფ შეხორცებას.
http://www.samba.ge/?page=coffee&lang=geo
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment