პროექტის მიზანი

     ყავა არის სასმელი,რომლის ნაყოფიც ძირითადად აზიის ქვეყნებში ხარობს,ამიტომაც აზიის ქვეყნებიდან პორტირებული ყავა უფრო გემრიელი და ხარისხიანია.დედამიწაზე ექვსი მილიარდი ადამიანი ცხოვრობს და აქედან ნახევარზე მეტისთვის ყავა მათი განუყოფელი ნაწილია.
     ყავა გარდა იმისა რომ შესანიშნავი სასმელია,მას გააჩნია უამრავი დადებითი და უარყოფითი თვისებები.ამ პროექტის მიზანია ყავის მომხმარებელმა უფრო მეტი ინფორმაცია გაიგოს ყავის განსაკუთრებული თვისებების შესახებ.
     ყავა კოსმეტიკის უნიკალური წარმომადგენელია,მას ქალბატონები ხშირად მიმართავენ,რადგან ყავის ნალექი გაახალგაზრდავების არაჩვეულებრივი საშუალებაა. კოფეინი ეხმარება გონებრივი სამუშაოთი დაკავებულ ადამიანებს. იგი აღაგზნებს ტვინის უჯრედებს, ზრდის მათ მიმღეობას და განაწყობს მობილიზებული აზროვნებისკენ,ყავა მეტად სასარგებლოა დაბალწნევიანი ადამიანებისთვის,ასევე დადებითად მოქმედებს კბილებზე, იცავს კარიესისგან, ეფექტურად იცავს პირის ღრუს მავნე ბაქტერიებისგან,კოფეინი ხელს უწყობს ორგანიზმში ბედნიერების ჰორმონის-სეროტონინის დაგროვებას, ის შეიცავს ვიტამინ pp და 300-მდე მინერალურ ნივთიერებას, მათ შორის ანტიოქსიდანტებს.
     დადებით თვისებებთან ერთად ყავას გააჩნია უარყოფითი თვისებებიც: მისი დიდი რაოდენობით მიღება არც ისე სასარგებლოა ორგანიზმისთვის.ზოგისთვის ის გამოფხიზლების და ენერგიაზე მოყვანის საშუალებაა,მაგრამ არ არის აუცილებელი ყავის დღეში 3-4 ჯეღ მირთმევა,რადგან იწვევს თავის ძლიერ ტკივილს, ნერვოზულობას, თავბრუსხვევას,დაძაბულობას და ასევე ორგანიზმს აცლის დიდი რაოდენობით კალციუმს.უმჯობესია ყავა მივირთვათ დილით და შემდგომ 3-4 საათისთვის,რადგან გვიან ღამით ყავის მიღება იწვევს უძილობას.
       იმისათვის,რომ ყავამ თავისი უარყოფითი მხარეები არ გამოავლინოს საჭიროა მისი თავის დროზე მირთმევა,დღეში 1-2 ფინჯანი.
         ასე რომ მივირთვათ ყავა ჯანსაღად და თუ საჭიროება მოითხოვს გამოვიყენოთ იგი როგორც კოსმეტიკის ერთ-ერთი გამაჯანსაღებელი საშუალება.

No comments:

Post a Comment