Saturday, December 29, 2012
ყავა აღქმის უნარს აძლიერებს ..
ჩატარებულმა კვლევებმა ცხადყო, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც დღეში 2 ან 3 ფინჯან ყავაზე მეტს მიირთმევენ, ნაღვლის ბუშტში კენჭების წარმოქმნის ალბათობა უფრო ნაკლები აქვთ, ვიდრე მათ, ვინც საერთოდ არ მიირთმევს მას. მეცნიერთა აზრით, საქმე ის არის, რომ კოფეინი ხელს უშლის ქოლესტერინული ნალექის წარმოქმნას. კოფეინი დადებითად მოქმედებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე. კერძოდ, აუმჯობესებს ტვინის მუშაობას.
დამტკიცებულია, რომ 1-2 ფინჯანი ყავა, ასევე, გვეხმარება უკეთესად მოვახდინოთ კონცენტრაცია სამუშაოზე.
ყველამ, ვისაც გარკვეული მიზნების გამო ღამის გათევა უწევს, კარგად იცის, რომ კოფეინი არაჩვეულებრივი საშუალებაა ძილის ინააღმდეგ. ამას გარდა, ის აძლიერებს და ამაღლებს აღქმის უნარს, აუმჯობესებს მოძრაობით ფუნქციებს. მიუხედავად ამისა, არ შეიძლებაყავის ბოროტად გამოყენება და ძილის წინ მისი დალევა.კოფეინის წყალობით ძლიერდება ამტანობა, ამიტომ, ვარჯიშის დაწყებამდე კარგია მაგარი შავი ყავის დალევა. თუმცა ყავას უარყოფითი მხარეც აქვს. ცნობილია, რომ ძვლების სიმაგრეს კალციუმი განაპირობებს. კოფეინს აქვს იმის უნარი, რომ ეს ნივთიერება ორგანიზმმა აითვისოს და ხდება ნაწლავების მიერ კალციუმის შეწოვა. თუ თქვენი საკვები კალციუმით მდიდარია, თამამად შეგიძლიათ მიირთვათ დღეში 1-2 ფინჯანი ყავა, ხოლო იმ ზიანის კომპენსირება, რაც მოაქვს ერთ ფინჯან ყავას, შეგიძლიათ, საკვებიდან აინაზღაუროთ და მიიღოთ 40 მილიგრამი კალციუმი. ბევრს აინტერესებს კითხვაზე პასუხი, შეიძლება თუ არა, ფეხმძიმე ქალმა დალიოს ყავა. ცნობილია, რომ მისი ხშირი და სისტემატური გამოყენება ფეხმძიმე ქალისთვის შეიძლება ნაყოფის მოშლის ან ნაადრევი მშობიარობის დაწყების მიზეზიც გახდეს. ცნობილია, რომ კოფეინი ადვილად აღწევს პლაცენტაში და, ასევე, შეიძლება, მოხვდეს დედის რძეშიც, სწორედ ამიტომ ურჩევენ ორსულ ქალებს, არ მიირთვან ყავა და დროებით მაინც შეცვალონ ის ჩაით ან ნატურალური წვენებით.
http://oxun.ge/104512-.html
ყავა მანია :)
ლათინური ამერიკა
გვატემალა “Antigua”ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ყავის პლანტაციები მდებარეობს Antigua-ს რეგიონში. პლანტაციების უმეტესობა განლაგებულია გვატემალას სამხრეთ ნაწილში სადაც მოყავთ საუკეთესო არაბიკას მარცვლები. ამ ყავას დაკრავს ხილის გემო და ძლიერი არომატი.
კუბა “Turquino”ეს ყავა მოდის აღმოსავლეთი და ცენტრალური კუბის საუკეთესო პლანტაციებიდან. მისი მოყვანისას არ გამოიყენება არანაირი სასუქი. რადგან ის იზრდება დაბლობზე, მას აქვს დაბალი მჟავიანობა ვიდრე სხვა ყავებს ცენტრალური ამერიკიდან. მისი გემო განუმეორებელ კუბურ სიგარას მოგვაგონებს!
ნიკარაგუა Maragogype “Giants”ეს ყავა მოყავთ Jinotega-ს პლანტაციებზე რომელიც განთავსებულია ზღვის დონიდან 1500 მ. ნიკარაგუა ითვლება ერთ-ერთ საუკეთესო ყავის მწარმოებლად. მარცვლების მოკრეფვა ხდება ხელით რადგან მარცვლები მწიფდება სხვადასხვა დროს. მისი მარცვლები საკმაოდ დიდი ზომისაა, არის მომწარო და აქვს ნაღების არომატი. <
b>კოლუმბია უკოფეინო “Decaffeinated”ეს ყავა მოყავთ Huila-ს პლანტაციებზე რომელიც მოშორებულია ცივილიზაციიდან. მორწყვისთვის გამოიყენება სუფთა მთის წყალი. Caiba არის ხის ტიპი რომელიც იზრდება ამ რეგიონში. მას აქვს არაჩვეულებრივი ხილის სურნელი და არ ააქვს კოფეინი.
კოლუმბია Supremo “La Ceiba”ეს ყავა მოყავთ Huila-ს პლანტაციებზე რომელიც მოშორებულია ცივილიზაციიდან. მორწყვისთვის გამოიყენება სუფთა მთის წყალი. Caiba არის ხის ტიპი რომელიც იზრდება ამ რეგიონში. მას აქვს არაჩვეულებრივი ხილის სურნელი.
ბრაზილია “Fazenda Lagoa”ერთ-ერთი საუკეთესო ბრაზილიური ყავა რომელიც მოდის ეკოლოგიურად სუფთა გარემოში. შესაბამისად, მისი რაოდენობა ლიმიტირებულია. ამ ყავას მიუღია არა ერთი ჯილდო საერთაშორისო გამოფენებზე. აქვს რბილი მოტკბო გემო.
აფრიკა
კენია “Pearls of Africa”ყავის ექსპორტიორ ქვეყნებს შორის კენიას უკავია საკმაოდ პატარა წილი (1.5%). სამაგიეროდ ხარისხით ერთ-ეთი ყველაზე საუკეთესოა. ეს ყავა არის Kiundi რეგიონიდან და არის ხელით მოკრეფილი. ის მოხალულია გამოცდილი ექსპერტების მიერ რაც აძლევს მას შეუდარებელ გემოს.
ეთიოპია “Sidamo”Sidamo-ს რეგიონი მდებარეობს ეთიოპიის სამხრეთ ნაწილში. ეთიოპია ცნობილია როგორც ყავის “დაბადების” ადგილი. ყველაზე ძველი ყავის პლანტაციები ნაპოვნი იყო ეთიოპიაში. ეთიოპია ცნობილია როგორც ყველაზე დიდი არაბიკას მარცვლების ექსპორტიორი. ეს ყავა საკმაოდ ძნელი ასაღწერია. მის ძლიერ არომატს თან ახლავს ძლიერი შოკოლადის გემო. ესპრესო ესპრესო “Espresso No. 3” ესპრესოს ახალი ბრენდი რომელიც შედგება 30% აფრიკული რობუსტასგან და 70% ბრაზილიური არაბიკასგან. საკმაოდ ძლიერია და მისი გემო რჩება დიდი ხანი. არომატიზირებული ყავა
შოკოლადი ნაღებით “Chocolate Cream”როგორც ყველა არომატიზირებული ყავა, ეს ყავაც შეიცავს საუკეთესო არაბიკას მარცვლებს. შოკოლადის არომატი აძლევს მას განუმეორებელ გემოს! ირლანდიური ნაღები “Irish Cream” შეიცავს 100% საუკეთესო არაბიკას მარცვლებს. აქვს უცნაურად რბილი და ამავდროულად ძლიერი გემო. თურქული თაფლი “Turkish Honey” კოლუმბიური და ბრაზილიური არაბიკას მარცვლებს დამატებული აქვს თურქული თაფლის არომატი. თაფლის ტკბილი სურნელი და ყავა იძლევა საუკეთესო ნაერთს! ყავა თხილით “Happy Hazelnut” ცენტრალური და სამხრეთ ამერიკის არაბიკას მარცვლებს დამატებული აქვს თხილის არომატი რაც აძლევს ყავას განუმეორებელ გემოს! http://teamania.ge/geo/coffee
ყავა ბათუმურად
მშვენიერი დღეა იმისთვის რომ კიდვ ერთ ფინჯან ყავასთან, კიდევ რამოდენიმე ამბავი მოგითხროთ.გავარკვიოთ რა ყავას ვსვამთ ჩვენ. ქართველებს გვჩვევია რაიმე პროდუქტის „ბრენდირება“ იმისდა მიუხედავად უცხოურია ის თუ არა ( ბერძნული კაკლის მაგალითზე, რაც წმინდა ქართული ჯიშია) . ბარში შესულები „ნალექიანი“ ყავის მოთხოვნისას ხშირად ვაკონკრეტებთ ხოლმე „თურქული! “. ბატონებო, თურქული ყავა გაცილებით მაგარი და მწარეა ვიდრე ის რასაც ჩვენ ვსვამთ. მართებული იქნება (მეტ წილად ბათუმში) მოგეთხოვათ ყავა ბათუმურად. ერთადერთი რითაც ის ჰგავს თურქულს ეს მისი მომზადების წესია.
როგორია ყავა ბათუმურად? არავითარი ეგრედწოდებული „მინუტკა“ . ცხელ ქვიშაში ჩადგმული პატარა ჯეზვე. მოხალული (და არა დამწვარი), წვრილად დაფქვილი ( არც „ხორეში“ და არც მტვრად ქცეული) ყავა და შაქარი ერთი ერთზე. წყალიც არ დაგავიწყდეთ. ქვიშა თავისას შვება. ცეცხლისგან განსხვავებით ნელა ადუღებს, მარცვლებიდან სრულად გამოჰყავს არომატი. გამოცდილმა ადამიანმა იცის რომ ის არც ნაადრევად (წამოქაფებისას) უნდა დაასხა ფინჯანში და არც ზედმეტად ჩახარშვა ვარგა ( ყავა მწარდება).
ყავა უნდა იყოს კარგად მოდუღებული, თითქმის ჩახარშული და არა წამოდუებული. თუ ამ ოქროს შუალედს დაიჭერთ ფინჯანში მოშავო-მოყავისფრო არომატულ სითხეს მიიღებთ ზედმეტი ქაფი (როგორც ადრე მიღებული იყო „პენკა“) ყავას არ უხდება.
მისი ხარისხის პირველი მაუწყებელი სურნელებაა. ნამდვილი ყავის სურნელს წამშივე იგრძნობთ. მეორე ეს მისი არომატია, დაგემოვნებისას ენის წვერიზე და უკანა კედელზე იგრძნობთ რეცეპტორების გაღიზიანებას, რაც მისი მომწარო მოტკპო გემოს გამო ხდება. და ბოლოს სიამოვნების საამო ტალღა, რომელიც მთელ სხეულს დაუვლის როცა ყოველივე ამას იგრძნობთ. თუ კი ზემოთ ჩამოთვლის იმასაც დავუმატებთ რომ სანაპიროზე სხედხართ და ზღვაზე მზის ჩასვლის ცქერით ტკბებით. მგონი ეს შეგრძნებები ერთი ორად გამძაფრდება. სუბიექტური ვარ, მაგრამ ვიტყვი რომ „ბათუმური ყავა“ გაცილებით მეგემრიელება და მირჩევნია თურქულს (რომელსაც შედარებით მომწარო გემო აქვს) და ბერძნულსაც ( რომელიც გაცილებით ბაცი ფერისაცაა და გემოთიც განსხვავდება). სხვათაშორის საბერძნეთშიც და თურქეთშიც ფინჯან ყავასთან ერთად ჭიქა წყალიც მოაქვთ ზედმეტი სიმწარის გასანეიტრალებლად.
იმაზე აღარ ვსაუბრობ ვის როგორი ყავა მოსწინს. ზოგი უშაქრის სვამს, ზოგიც ტკბილს. ყავის გურმანები კარგა ხანია თავად ყიდულობენ სხვადასხვა სახის მარცვლებს, ფრქვავენ და სასურველი რაოდენობით ურევენ ერთმანეთს. ასე იქმნება განსხვავებული არომატის თაიგული. რაც შეეხება დანამატებს, ვაღიარებ მაქსიმუმ მიხაკდარიჩინი და ოდნავ ვანილია. ისც გარკვეული დოზით. რძეს რაც შეეხება, ბათუმურ ყავაში მას არაფერი ესაქმება. ახლა თამამად შეგიძლიათ მიირთვათ ბათუმური ყავა. შეიგრძნოთ მისი არომატი და დატკბეთ ზღვის ხედით ღია აივნიდან. ავტორი Da-v-iD http://www.mtvarisklubi.com/2010/08/blog-post_04.html
როგორია ყავა ბათუმურად? არავითარი ეგრედწოდებული „მინუტკა“ . ცხელ ქვიშაში ჩადგმული პატარა ჯეზვე. მოხალული (და არა დამწვარი), წვრილად დაფქვილი ( არც „ხორეში“ და არც მტვრად ქცეული) ყავა და შაქარი ერთი ერთზე. წყალიც არ დაგავიწყდეთ. ქვიშა თავისას შვება. ცეცხლისგან განსხვავებით ნელა ადუღებს, მარცვლებიდან სრულად გამოჰყავს არომატი. გამოცდილმა ადამიანმა იცის რომ ის არც ნაადრევად (წამოქაფებისას) უნდა დაასხა ფინჯანში და არც ზედმეტად ჩახარშვა ვარგა ( ყავა მწარდება).
ყავა უნდა იყოს კარგად მოდუღებული, თითქმის ჩახარშული და არა წამოდუებული. თუ ამ ოქროს შუალედს დაიჭერთ ფინჯანში მოშავო-მოყავისფრო არომატულ სითხეს მიიღებთ ზედმეტი ქაფი (როგორც ადრე მიღებული იყო „პენკა“) ყავას არ უხდება.
მისი ხარისხის პირველი მაუწყებელი სურნელებაა. ნამდვილი ყავის სურნელს წამშივე იგრძნობთ. მეორე ეს მისი არომატია, დაგემოვნებისას ენის წვერიზე და უკანა კედელზე იგრძნობთ რეცეპტორების გაღიზიანებას, რაც მისი მომწარო მოტკპო გემოს გამო ხდება. და ბოლოს სიამოვნების საამო ტალღა, რომელიც მთელ სხეულს დაუვლის როცა ყოველივე ამას იგრძნობთ. თუ კი ზემოთ ჩამოთვლის იმასაც დავუმატებთ რომ სანაპიროზე სხედხართ და ზღვაზე მზის ჩასვლის ცქერით ტკბებით. მგონი ეს შეგრძნებები ერთი ორად გამძაფრდება. სუბიექტური ვარ, მაგრამ ვიტყვი რომ „ბათუმური ყავა“ გაცილებით მეგემრიელება და მირჩევნია თურქულს (რომელსაც შედარებით მომწარო გემო აქვს) და ბერძნულსაც ( რომელიც გაცილებით ბაცი ფერისაცაა და გემოთიც განსხვავდება). სხვათაშორის საბერძნეთშიც და თურქეთშიც ფინჯან ყავასთან ერთად ჭიქა წყალიც მოაქვთ ზედმეტი სიმწარის გასანეიტრალებლად.
იმაზე აღარ ვსაუბრობ ვის როგორი ყავა მოსწინს. ზოგი უშაქრის სვამს, ზოგიც ტკბილს. ყავის გურმანები კარგა ხანია თავად ყიდულობენ სხვადასხვა სახის მარცვლებს, ფრქვავენ და სასურველი რაოდენობით ურევენ ერთმანეთს. ასე იქმნება განსხვავებული არომატის თაიგული. რაც შეეხება დანამატებს, ვაღიარებ მაქსიმუმ მიხაკდარიჩინი და ოდნავ ვანილია. ისც გარკვეული დოზით. რძეს რაც შეეხება, ბათუმურ ყავაში მას არაფერი ესაქმება. ახლა თამამად შეგიძლიათ მიირთვათ ბათუმური ყავა. შეიგრძნოთ მისი არომატი და დატკბეთ ზღვის ხედით ღია აივნიდან. ავტორი Da-v-iD http://www.mtvarisklubi.com/2010/08/blog-post_04.html
+10 მიზეზი იმისა თუ რატომ ყავა...
დღეს მისაყვედურეს. რაა ეს სულ ყავას რომ გაიძახიო... რატომაც არა. სხვა თუ ხმელ ბალახზე, მისი მოწევით გამოწვეულ სიამოვნებაზე და პროცესზე სწერს. მე რატომაც არ უნდა ვწერო ისეთ მშვენიერ სასმელზე როგორიც ყავაა? (სხვათაშორის ზაფხულში ამ სიკეთეს გაცილებით ხშირად ვიზამ ხომლე) ხოდა ასე. ყავა.
თუ არ გიყვარს ეგ არაფერია. მიზეზი მარტივია: უბრალოდ კარგად, გემრიელად მოდუღებული ყავა არ დაგილევიათ. ან ის სორტი არ გაგისინჯავთ რომელიც თქვენს ბუნებას შეეფერება. (ხო, ასეც ხდება ხოლმე). არ დავიწყებ ყავის სახეობების ჩამოთვლას. უბრალოდ დაგისახელებთ დაახლოებით 10 მიზეზს იმის ხაზგასასმელად თუ რატომ ყავა...
1. ალკოჰოლის მოტრფიალეთა იმ ნაწილს, რომელიც ალკოჰოლის სოლიდური დოზის შემდეგ ყავას მიირთმევს. გაცილებით დიდი შანსი აქვთ თავი აარიდონ ისეთ რთულ დაავადებას როგორიცაა ღვიძლის ცეროზი. ეს მეცნიერულად დადასტურებული ფაქტია. როგორც ის რომ თუ საერთოდ არ გინდათ ამ რისკ ჯგუფში მოხვედრა შედარებით ნაკლები უნდა სვათ.
2. კოფეინი ამცირებს კანის კობოს გაჩენის რისკს. ქალბატონებისთვის კი რაღატქმაუნდა სიახლეს არ წარმოადგენს ის ფაქტი რომ კოფეინის შემცველი კანის ლოსიონები ხელს მშენივრად ატინიზირებენ სხეულს.
3. დღის მანძილზე მიღებული ყავის არომატული სასმელი მშვენივრად მოქმედებს გუნება განწყობაზე. მეცნიერაბმა დაადგინეს რომ ტონუსის ამწევი ამ შემთხვევაში ნივთიერება დოპანიმია. თუმცა ყავის დიდი რაოდენობით მირთმევისას სწორედ ეგ ღრმად პატიცვემული დოპემინი იწვევს კოფეინისადმი მიდრეკილების ზრდას. ასე რომ დღეში სამ ჭიქაზე მეტი ყავის მირთმევა დიდად რეკომენდირებული არარის.
4. ათასი რეცეპტი მოგისმენიათ რომლის წყალობით ტანთხელი დიეტოლოგები გიმტკიცებენ რომ ამ რეცეპტის, ან პრეპარატის წყალობით სულ რამოდენიმე დღეში მიაღწეთ თქვენთვის სასურველ შედეგს. რადგან ისინი ანტიოქსიდანტებისაგან შედგებიან... ბატონებო და მითუმეტეს ქალბატონებო. გაგიმხელთ საიდუმლოს და გეტყვით რომ ეს გაპიარებული ანტიოქსიდანტები ძალიან დიდი დოზით შეიცავენ კოფეინს... რის წყალობითაც აღწევთ, ან უნდა მიაღწიოთ სასურველ შედეგს. ასე რომ...
5. ვინც სპრტს მისდევს (მაგარი ფრაზაა, რატო უნდა სდიო) ვინც სპორტით არის გადაცებული (ხო ასე სჯობს) მეტნაკლებად ცნობილი იქნება ისიც რომ სავარჯიშო დარბაზიდან გამოსვლის შემდეგ, როცა კუნთები გიხურთ და თითქმის ვერ იმორჩილებთ თავს. ყავის, ან კოფეინის შემცველი სასმელის მიღებისას გაცილებით დიდ შვებას გრძნობთ. ვინაიდგან კოფეინი კუნთების ტკივილს ამსუბუქებს და დაღლილობას ხსნის.
6. თუ თქვენ გულმავიწყობას გაბრალებენ ურიგო არ იქნობოდა დღეში მინიმუმ ორი ჭიქა ყავა რომ დაგელიათ. მეცნიერების მტკიცებით კოფეინი ხელს უწყობს მეხიერების სტიმულირებასაც.
7. ის მითი, თითქოსდა კოფეინი გულის დაავადებებს იწვევდეს, კიდევ ერთხელ გაქარწყლდა. მეცნიერების მიერ დადგენილია რომ კოფეინი ამცირებს გულ-სისხლ ძარღვთა და იშემიური დაავადებების რისკს. ასე რომ თუ გული ყავისკენ მიგიწევთ, მიუშვით.
8. ქალბატონებს, ვისაც ბალზაკის ასაკში მეხსიერებასთან დაკავშირებული პრობლემების შიში აქვთ. თამამად შეუძლიათ უარი აღარ თქვან თავიანთ საყვარელ სამსელზე, რომლის მირთმევის დროსაც საკმაოდ კარგად ჭორაობენ და ერთობიან. კოფეინი კოგნიტივური ფუნქციების სტიმულირებასაც უწყობს ხელს.
9. კოფეინი არც პატარებისთვისაა მავნე. 1999 წლის გამოკვლევების საფუძველზე მის საფუძველზე დამზადებული ინექციების დანიშვნაც კი დაიწყეს იმ მცირეწლოვანი ბავშვებისთვის ვისაც სუნთქვითი პრობლემები ჰქონდათ.
10. ვისაც უშაქრო ან ნაკლებად ტკბილი ყავა უყვარს გაუმართლა. ისინი შედარებით ნაკლებად ისარგებლებენ სტომატოლოგის მომსახურეობით. ყავის მარცვლების შემადგენლობაშ შედის ისეთი ნივთიერებები რომლებიც ანადგურებენ კარიესის ძირითად გამომწვევ ბაქტერიას სტრეპტოკოკუს მუტანს. ასე რომ ყავა სტომატოლოგთან თქვენი ვიზიტის მიზეზი ნაკლებად იქნება.
ესეც 10 მიზეზი იმისა თუ რატომ ყავა და (რა სარგბლობა მოაქვს ჩვენთვის მამალს) რატომ არ უნდა ვთქვათ მასზე უარი. როგორც ხედავთ შეძლებისდაგვარად მოვარიდე ამ ჩამონათვალს ლირიული გადახვევებით მოყვანილი ფაქტები თუ „რა კარგია ყავა“. აქ მხოოდ ყავის და კოფეინის რეალური პლიუსები იყო მოყვანილი. ასე რომ, ესეც ჩემი ვირტუალური კაფის წითელჯვრიანი თარო.
ახლა კი დროებით. არაბული ღვინის მორიგი დოზა მელოდება
http://www.mtvarisklubi.com/2011/03/10.html
ყავა - ეთიოპიური საოცრება
დღესდღეობით ძნელი წარმოსადგენია ცხოვრება ყავის გარეშე. ამ არომატულმა სასმელმა იმდენად მყარად დაიმკვიდრა ადგილი ჩვენს ყოველდღიურ ყოფაში, ვერც იფიქრებ, რომ იგი სულ რამდენიმე საუკუნის ისტორიას ითვლის. ყავა, გარდა იმისა, რომ იგი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სასმელია, ნამცხვრებისა და დესერტების არაჩვეულებრივ დანამატს წარმოადგენს. გამოიყენება აგრეთვე ლიქიორების მოსამზადებლადაც. სხვა პროდუქტებისგან განსხვავებით, იგი საკმაოდ გვიან გახდა ცნობილი თავისი კვებითი ღირებულებით.
ყავის სამშობლოდ ითვლება ეთიოპია, სადაც ყავის ხე ველურად ხარობს. ბუნებაში არსებობს ყავის ხის 73 სახეობა - ჯუჯა ბუჩქიდან 11 მეტრიან ხემდე. საწარმოო პრაქტიკაში განასხვავებენ ყავის ორ ყველაზე პოპულარულ სახეობას – არაბიკასა და რობუსტას. აქედან უფრო გავრცელებული ჯიში, არაბიკა, ხარობს ზღვის დონიდან 600-2000 მეტრზე. მარცვლები ოდნავ მოგრძო ფორმისა აქვს, ზედაპირი – გლუვი. რობუსტა უფრო მეტ კოფეინს შეიცავს, თუმცა ნაკლებად დახვეწილი არომატი გააჩნია. მისი მარცვლები მრგვალია, გამოირჩევა მორუხო-მომწვანო ფერით. რობუსტას უმატებენ ესპრესოში. ყავის სხვა ჯიშები ძირითადად სამრეწველო დანიშნულებით გამოიყენება.
მკვლევარები ჯერაც იკვლევენ თავად სიტყვა ყავის წარმოშობას. ზოგიერთი ისტორიული წყაროს მიხედვით, იგი წარმოიშვა არაბული “კაუე”-დან, რაც ითარგმნება, როგორც ძალა, ენერგია. სხვანაირად მას უკავშირებენ სამხრეთ-დასავლეთ ეთიოპიის ერთ-ერთი პროვინციის სახელწოდებას - კაფას. ზოგადად ყავის შესახებ ცნობები ჩვ.წ. აღ-მდე 575 წლიდან მოიპოვება. ყავის მარცვლები მოიხსენიება, როგორც მატონიზირებელი საშუალება, თუმცა იმ დროისათვის ყავის დამუშავება და მისგან სასმელის მომზადება არაბებმა არ იცოდნენ. პირდაპირ, მოუხალავ მარცვლებს ღეჭავდგნენ. გარდა ამისა, ისინი ყავის მარცვლებს ნაყავდნენ, ურევდნენ ცხოველურ ცხიმსა და რძეს. ამ მასისგან მომზადებულ ბურთულებს ყოველთვის თან დაატარებდნენ, როგორც ორგანიზმის გამაძლიერებელ საშუალებას. ყავა გახდა არაბების ცხოვრების განუყოფელი ნაწილი. ბოლოს საქმე იქამდეც მივიდა, რომ ამ სასმელს ღვთიური წარმოშობაც კი მიაწერეს. ყავა დიდი სისწრაფით გავრცელდა მუსულმანურ სამყაროში, შეაღწია წმინდა ქალაქ მექამდე, სადაც მეჩეთშიც კი ნებადართული იყო მისი მომზადება. მუსულმანები ყავას ისლამის ღვინოს უწოდებდნენ. არაბები ძალიან უფრთხილდებოდნენ ყავის ხეებს. აკრძალული იყო მცენარის ნერგების ქვეყნიდან გატანა. დამნაშავე კი სიკვდილით ისჯებოდა. ეს სიმკაცრე გამოწვეული იყო ყავით ვაჭრობის განსაკუთრებული შემოსავლიანობით.
XVI საუკუნეში სტამბოლში პირველი ყავახანა გაიხსნა, რაც მთელი მსოფლიოსთვის მიბაძვის საგნად იქცა.
როგორც ცნობილია, ევროპაში ყავა პირველად იტალიელი მოგზაურისა და ექიმის, პროსპერ ალპინუსისგან შეიტყვეს. პირველი მარცვლები კი ბებერ კონტინენტზე გერმანელმა ნატურალისტმა, ჰანს ბელუსმა 1596 წელს შეიტანა. მიუხედავად იმისა, რომ პირველ ეტაპზე ამ სასმელს კათოლიკური ეკლესია ეჭვის თვალით უყურებდა, იტალიამ ყავა მაინც უმტკივნეულოდ მიიღო და გაითავისა. XVII საუკუნის ვენეციაში გაიხსნა პირველი ყავახანა და აქედან დაიწყო ყავის ტრიუმფალური სვლა დანარჩენ ევროპაში.
ჰოლანდიელები პირველები იყვნენ, ვინც თავიანთ კოლონიებში, იავასა და სუმატრაზე, ყავის პლანტაციების გაშენება დაიწყეს. XVII საუკუნეში ნიდერლანდები ევროპაში ყავის ყველაზე მსხვილ მწარმოებლად ითვლებოდა.
ყავის პოპულარობა ევროპაში ამით არ ამოწურულა – იოჰან სებასტიან ბახმა მას კანტატაც კი მიუძღვნა. მოგვიანებით მცენარის ნერგები ევროპელმა კოლონიზატორებმა სამხრეთ ამერიკაშიც ჩაიტანეს, სადაც იგი ძალიან კარგად დაექვემდებარა სამხრეთ ამერიკის ჰავას. დღესდღეობით სწორედ ეს კონტინენტი წარმოადგენს ყავის უმნიშვნელოვანეს მომწოდებელს.
1812 წლის ომის შემდეგ ყავა განსაკუთრებულად აქტუალური გახდა ევროპაში. იგი გათანაბრებული იყო მაღალ კულტურასთან და ელიტური ცხოვრების წესად იქცა.
როცა ყავაზე ვსაუბრობთ, არ შეიძლება რამდენიმე სიტყვით არ მიმოვიხილოთ მისი ცნობილი სახეობები.
ყავა კაპუჩინო - კაპუჩინოს სამშობლო იტალიაა. მის გამოგონებას იტალიელ ბერ კაპუცინებს მიაწერენ. იტალიელი ბერები ყავას მხოლოდ რძით მიირთმევდნენ. შეამჩნიეს, რომ ყავა იკეთებდა გემრიელ ნაღებს და ბერებისთვის, რომლებიც ისედაც მოკლებულნი იყვნენ ამქვეყნიურ სიამოვნებას, ყავა ნეტარების საგნად იქცა. მათ ნაღებითა და რძით ყავის მომზადების მთელი ტექნოლოგია შეიმუშავეს. XIX საუკუნეში კაპუჩინოს მომზადება გაცილებით გაამარტივა თანამედროვე ტექნოლოგიებმა. აღსანიშნავია, რომ თანამედროვე კაპუჩინოს სახარში აპარატები მუშაობს პადრე კარლოს მიერ შემუშავებული მეთოდით. სუპერმარკეტებში ხშირად შეხვდებით ხსნად ყავა კაპუჩინოს, თუმცა, დამეთანხმებით, მას ცოტა რამ აკავშირებს ნამდვილ კაპუჩინოსთან.
ყავა ესპრესო - ესპრესოს ისტორია 1900 წლიდან იწყება, როდესაც იტალიელმა მეწარმემ ლუიჯი ბეზერამ პირველად გამოიყენა სპეციალური ფილტრი და ორთქლის წნევა ყავის მომზადებისთვის. სიტყვა ესპრესსო ნიშნავს დაწნეხილს, რაც ყავის მომზადების სპეციფიკიდან გამომდინარეობს. XX საუკუნის 30-იან წლებში ფაშისტურ იტალიაში შემუშავებული იქნა ყავის სახარშის ქვიშის საათის ფორმის ცნობილი დიზაინი.
ხსნადი ყავა - ეს შეუფასებელი საჩუქარი სამყაროს შვეიცარიელმა ქიმიკოსმა, მაქს მორგენშტალერმა უსახსოვრა. 1938 წელს საზოგადოების წინაშე წარადგინა თავისი ახალი გამოგონება, რომელსაც დიდი წარმატება არ მოჰყოლია. ექსპერტების აზრით, ეს ახალი სასმელი უგემური იყო და არც არომატი გააჩნდა. ხსნადი ყავის ეპოქა მეორე მსოფლიო ომის დროს დაიწყო, რადგანაც ფრონტის ხაზზე მისი მომზადება გაცილებით მარტივი იყო.
ყავა საქართველოში
ალბათ, ბევრმა არ იცის, რომ ყავა შედიოდა მეფე ერეკლე II-ის მენიუში ლიქიორთან ერთად, თუმცა როგორც ჩანს, ეს სასმელი საკმაო ფუფუნებას წარმოადგენდა და ყველასთვის ხელმისაწვდომი მხოლოდ XX საუკუნეში გახდა. თურქული გავლენით აჭარაში ერთპირონულად ლიდერობს ე.წ. თურქული ყავა. ყავის მოსამზადებლად გასათვალისწინებელია, რომ უნდა შევარჩიოთ მაღალი ხარისხის ყავის მარცვალი. მარცვალი უნდა იყოს ახალი მოხალული და მაქსიმალურად წმინდად დაფქული. აგრეთვე მნიშვნელობა აქვს მოხარშვის სპეციფიკას, კერძოდ, სასმელი უნდა მოვადუღოთ ძალიან დაბალ ცეცლხზე, მივიყვანოთ მოდუღებამდე და თანაბრად გადავანაწილოთ ჭიქებში. ზღვისპირეთში არსებობს ყავის ქვიშაში მოდუღების ტრადიცა, სადაც ყავა თანაბარ ტემპერატურაზე იხარშება. თურქული წესით მომზადებულ ყავაში, გარდა გემოსი და არომატისა, ღირსებას წარმოადგენს ქაფი. აღმოსავლეთ საქართველოში ყავას დიდი ხნის განმავლობაში ხარშავდნენ, შემდეგ კი წურავდნენ და ისე ასხამდნენ ჭიქებში. ასე მომზადებულ ყავას ქაფი არ ჰქონდა.
საინტერესოა არაბული ყავის მოხარშვის მეთოდი – შაქრისგან მზადდება კარამელი, შემდეგ ემატება ყავა, წყალი და ისევე იხარშება, როგორც თურქული ყავა. ამ ვარიანტში სასმელს კარამელის სასიამოვნო გემო დაკრავს. არაბულ ქვეყნებში ტრადიციულად ამზადებენ მიხაკ-დარიჩინიან ან ილიან ყავას. თუ გავითვალისწინებთ, რომ ილი და დარიჩინი მაღალ არტერიულ წნევას არეგულირებს, სრულიად ლოგიკურია მისი დამატება კოფეინით მდიდარ სასმელში.
© ღვინის კლუბი/Weekend
http://vinoge.com/samzareulo/yava-eTiopiuri-saocreba
ყავა კაკაოთი
საჭირო მასალა:
2 ჭიქა წყალი
· 3 ს.კ. ყავისფერი ან თეთრი შაქარი
· 2 ს.კ. კაკაოს ფხვნილი
· 4 ჭიქა მაგარი ცხელი ყავა
· 4 ს.კ. გათქვეფილი ნაღები
მომზადება: წყალი, კაკაო და შაქარი ერთად მოვათავსოთ ქვაბში და მუდმივი მორევით წამოვადუღოთ, დავუწიოთ ცეცხლს და ვადუღოთ 5 წუთი, შემდეგ გადავურიოთ ყავა, გადავანაწილოთ ჭიქებში და ზემოდან მოვრთოთ გათქვეფილი ნაღებით.
© ღვინის კლუბი/“Weekend“ http://vinoge.com/sxva/yava-kakaoTi
Friday, December 14, 2012
ყავა მამაკაცის ინტელექტს კლავს, ქალს კი დეპრესიისაგან იცავს
ქალები, რომლებიც დღეში რამდენიმე ფინჯან ყავას მიირთმევენ, ნაკლებად დეპრესიულები არიან. ამ ფენომენის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა, კვლევის ავტორები თვლიან, რომ კოფეინი ტვინის ქიმიურ პროცესებზე გავლენას ახდენს. ყავას კოფეინის გარეშე კი მსგავსი ეფექტი არ აქვს.
ამერიკელი ექსპერტები ქალბატონებს დეპრესიისგან თავის ასარიდებლად, კოფეინიანი ყავის მიღებას ურჩევენ.
კვლევის შედეგები გამოქვეყნდა ჟურნალში Archives of Internal Medicine. ექსპერიმენტში მონაწილეობა მიიღო აშშ-ს 50 ათასმა ექთანმა. ჰარვარდის უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევითი სკოლა ქალების ჯანმრთელობას 10 წლის განმავლობაში, 1996-დან 2006 წლამდე, აკვირდებოდა. მთელი ამ ხნის განმავლობაში დეპრესია 2600 ქალბატონს დაუფიქსირდა. ამ ჯგუფში ძირითადად იყვნენ ისინი, ვინც ყავას არ სვამდა.
ყავის მოყვარულების უმეტესობა ეწეოდა და ალკოჰოლსაც იღებდა, ნაკლებად აინტერსებდათ ეკლესიური ცხოვრება და საქველმოქმედო საქმიანობა. ამ ჯგუფის წევრი ქალბატონები ნაკლებად იტანჯებოდნენ ჭარბი წონით, მაღალი წნევითა და დიაბეტით.
მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ კოფეინი ცხოვრებით კმაყოფილებასა და ენერგიულობას იწვევს.
„ჩვენი მცდელობა, დაგვემტკიცებინა ყავის უარყოფითი გავლენა ჯანმრთელობაზე, უშედეგოდ დამთავრდა - ეს ასე არ არის!“ - წერენ Archives of Internal Medicine-ში კვლევის ავოტრები.
ჰარვარდის უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევითმა სკოლამ მორიგი კვლევა ჩაატარა. ექსპერიმენტში, ამჯერად, შედარებით ნაკლები მოხალისე იღებდა მონაწილეობას. თუმცა, კვლევების შედაგად მიღებული დასკვნა ნამდვილად დიდ ინტერესს იწვევს. აღმოჩნდა, რომ ყავა სტრესულ სიტუაციებში დადებითად მხოლოდ ქალბატონებისათვის მოქმედებს, მამაკაცებში კი გონებრივ შეფერხებას იწვევს.
კვლევაში მონაწილეობას 64 მოხალისე იღებდა. ყველა მათგანი ერთი ასაკის იყო. თითოეულ ადამიანს გარკვეული ამოცანების შესრულება შესთავაზეს, მათ შორის იყო მეხსიერების ტესტები და თავსატეხები. სტრესის გასაზრდელად რეზულტატებზე დაყრდნობით პრეზენტაციის მომზადება დაავალეს.
დავალების შესრულებისას, მონაწილეთა ნახევარზე მეტმა ყავა დალია, დანარჩენმა კი უკოფეინო სასმელი. კვლევის რეზულტატებმა აჩვენეს, რომ ქალბატონები, რომლებმაც კოფეინიანი სასმელი - ყავა მიირთვეს, გაუმკლავდნენ მოზაიკა-თავსატეხს 100 წამით უფრო სწრაფად.
მამაკაცებში სიტუაცია შეიცვალა. მათ ვინც ყავა მიირთვეს, თავსატეხების ამოხსნა გაურთულდათ, კერძოდ, 20 წამით მეტი დრო დასჭირდათ. ასევე, გაურთულდათ მეხსიერების ტესტების ამოხსნა.
http://lady.mcvane.ge/main/chrelachrula/20062-bbbb-bbbbbbbyebb-bbbbbbbbb-bbbbb-bbbb-bb-bbbbbbbbbbbbb-bbyebbb.html
ყველაზე ძვირი ყავა მსოფლიოში
ყავამ “კოფი ლუვაკი”(Kopi Luwak) მსოფლიოში უძვირესი ყავის სახელი გადამუშავების თავისებურების გამო მიიღო. სიტყვა «კოფი» ერთ-ერთ ინდონეზიურ დიალექტზე “ყავას” ნიშნავს, მეორე სიტყვა “ლუვაკი” კი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში მობინადრე ცხოველის, მუსანგის(Paradoxurus hermaphroditus) სახელია.
მუსანგი ყავის ხის ნაყოფით იკვებება. კუჭში გადამუშავების შემდეგ კი სხვა ნარჩენებთან ერთად ჩვეულებრივი წესით გამოყოფს. ხალხი აგროვებს მუსანგის ექსკრემენტებს , რეცხავენ და მზეზე აშრობენ მირებულ ყავის მარცვლებს..
მუსანგის კუჭი განსაკუთრებულ მჯავებს შეიცავს, რაც ყავის ნაყოფს თაფლისა და ნუგის განსაკუთრებულ არომატს და გემოს სძენს. ამის გამო ყავა განსაკუთრებით არომატული გამოდის და მისი სასიამოვნო გემო დიდხანს ამახსოვრდება ყველას.
ამ დროისთვის ყავა “კოფი ლუვაკი” ინდონეზიის სპეციალურ ცხოველთა საშენებში იწარმოება შეზღუდული რაოდენობით. იქ მუსანგები გალიებში ყავთ ,ძირითადად ყავის ხის ნაყოფით კვებავენ და მატ ექსკრემენტებს აგროვებენ.
ამ ყავის 500 გრამი დაახლოებით 100$ – 600$ დოლარო ღირს.
ყავის«Kopi Luwak»-ის მიწოდება შეზღუდულია.ყიველწლიურად მსოფლიო ბაზარზე ამ ყავის 800_1000 კილოგრამი ხვდება.აშშ_ ში ამ ყავის 1 ფინჯანი დაახლოებით 33 $ დოლარი ღირს.
მომზადებულია photoshtab.ru-ს მიხედვით.
http://akhali.blogspot.com/2012/04/blog-post.html
პლანეტის მოსახლეობის უმეტესობა უბრალოდ შეყვარებულია ამ სასმელზე, უფრო მეტიც უმეტესობას მის გარეშე სიცოცხლეც კი ვერ წარმოუდგენია. თუმცა, ხშირად გაიგონებთ, რომ ყავა მავნებელია, არაფრისთვის არაა სასარგებლოო და ა.შ. რა თქმა უნდა დიდი დოზით არაფერი არ ვარგა, მაგრამ თურმე ყავას ბევრი სასარგებლო თვისებაც ჰქონია… ასე, რომ მეგობრებო, ვისაც ყავა გიყვართ და მაინც ერიდებით, იმიტომ, რომ ჩაგჩიჩინებენ “ყავა მავნეა, მას არავითარი სარგებლობა არ მოაქვს”, გირჩევთ ყურადღებით წაიკითხოთ ეს სტატია და ნახოთ – ის არაა ასაკრძალი სასმელი, პირიქით, მას მედიცინაშიც იყენებენ!!! ასე, რომ.მივყვეთ თავიდან, რა არის ყავა:
1)ყავა ეს არის მომცრო ტანის მრადმწვანე ხე ან მსხვილი ბუჩქი ენდროსებრთა ჯახიდან, 10 მ-მდე სიმაღლის (კულტურულ პლანტაციებში ზრდიან დაბალ მცენარეებს ნაყოფის მოკრეფის გასაადვილებლად), აქვს გრძელი გაშლილი ან დახრილი ტოტები. მომრგვალებულ-წაგრძელებული, მოკლე ყუნწებიანი, 5-20 სმ სიგრძისა და 1,5-5 სმ სიგანის ფოთლები განლაგებულია ერთმანეთის საპირისპიროდ .მრავალრიცხოვანი, თეთრი, სურნელოვანი ყვავილები შეკრებილია სამ – შვიდ ყვავილად ფოთლების უბეებში.
ამჟამად ყავის ხის კულტურა ძალიანაა განვიტარებული ყველა ტროპიკულ კლიმატიან ქვეყანაში. ყავის მსხვილ მწარმოებლებად გვევლინებიან ბრაზილია, კოლუმბია, ტროპიკულო აფრიკის ქვეყნები, ინდონეზია, ინდოეთი.
ყავის ხის სასაქონლო ნაწილი, რისთვისაც მისდევენ მის მოშენებას, არის გარსისგან გაწმენდილი თესლები, რასაც ჩვენ ჩვეულებრივ ყავის მარცვლებს ვუწოდებთ.
ყავაში ფასობს ფიზიოლოგიურად აქტიური კოფეინი, ყავის გემო და არომატი. სასიამოვნო სპეციფიური გემოს და არომატის მისაღებად ყავის მარცვლებს ხალავენ, თანაც ამით კოფეინი არ იშლება. მოხალულ მარცვლებში არის შაქრები (2,8%), ყავის მთრიმლავი მჟავა (4,7%-მდე), აზოტური ნივთიერებები ((13,9-მდე) კოფეინი (1,24%-მდე), ცხიმი (14,4%-მდე), უმნიშვნელო რაოდენობით მერკაპტანები, ფენოლური შენაერთები, პირიდინი, ძმარმჟავა და სხვა შენაერთები.
http://www.samba.ge/?page=coffee&lang=geo
როგორ გავარჩიოთ ნამდვილი ყავა ფალსიფიცირებულისაგან?
სპეციალისტთა აზრით, ყავის ხარისხის განმსაზღვრელი მარტივი ხერხი არსებობს: ცივი წყლით სავსე გამჭვირვალე ჭიქაში ერთი კოვზი დაფქული ყავა ჩაყარეთ. თუ ყავა ნატურალურია, არ ჩაიძირება და წყლის ზედაპირზე იტივტივებს, ყალბი კი თანდათან ჩაიძირება და ფსკერზე დაილექება. ნატურალური ყავა წყალს ფერს არ შეუცვლის, ყალბში კი ყოველთვის არის საღებავი, რომლის წყალობითაც წყალი ფერს იცვლის. თუ ამ რჩევებს გაითვალისწინებთ, თქვენს ფინჯანში აღმოჩნდება ჯადოსნური სითხე, რომელიც ჯოჯოხეთივით ცხელი, ტარტაროზივით შავი, ანგელოზივით წმინდა და სიყვარულივით ტკბილია – სწორედ ისეთი, როგორიც ნამდვილი ყავა უნდა იყოს.
http://www.samba.ge/?page=coffee&lang=geo
უცნაური ექსპერიმენტი
XVI საუკუნის ქრონიკებს თუ ვენდობით, მეფე გუსტავ პირველმა ტყუპ ძმას, რომლებსაც
ბრალადსახელმწიფო დანაშაული ედებოდათ, სიკვდილით დასჯა სამუდამო პატიმრობით შეუცვალა, მაგრამ ერთი პირობით: სიკვდილამდე ერთ-ერთ მათგანს მხოლოდ ჩაი უნდა ესვა, ხოლო მეორეს – ყავა. ამ თავისებური ექსპერიმენტით სურდათ, განესაზღვრათ, რომელი სასმელი უფრო მავნებელი იყო ადამიანის ჯანმრთელობისათვის. ორივე ძმას ერთნაირი პირობები შეუქმნეს: თითოეულს ყოველდღიურად ასმევდნენ ყავის ან ჩაის კუთვნილ ულუფას. ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, ექსპერიმენტი მსჯავრდადებულთათვის საუკეთესო შედეგით დასრულდა, რადგან ორივემ დიდხანს იცოცხლა: მან, ვინც ჩაის მიირთმევდა, 83 წლამდე, ხოლო მეორემ – 87 წლამდე.
ამის შემდეგ ყავა შვედების ეროვნულ სასმლად იქცა. ევროპაში ყავის გავრცელება XVII საუკუნის შუა წლებიდან მასობრივად დაიწყო: ვენეცია, ლონდონი, პარიზი, ბერლინი, ჰამბურგი – ყველგან იხსნებოდა ახალ-ახალი ყავახანები, რომლებიც შეხვედრების, კულტურისა და მეცნიერების მუშაკთა თავშეყრის ადგილებად იყო მიჩნეული. მათი მუდმივი სტუმრები იყვნენ ვოლტერი, რუსო, რობესპიერი, ჰიუგო, გოეთე და სხვა დიდი მოღვაწენი. XVII საუკუნის შუა ხანებში ყავა ჩრდილოეთ ამერიკაშიც გავრცელდა. საინტერესოა, რომ ამ მაგიურ სასმელს სხვა ხალხებთან შედარებით ხშირად მიირთმევენ შვედები, ფინელები და ნორვეგიელები. ერთ-ერთი პირველი ადგილი ერთ სულ მოსახლეზე ყავის სმის მიხედვით, სწორედ შვედებს უკავიათ.
http://www.samba.ge/?page=coffee&lang=geo
ყავის ისტორია
ყავის სამშობლოდ ეთიოპიაა აღიარებული. შემორჩენილია ლეგენდა ეთიოპიელ მწყემსზე, რომელმაც შემთხვევით გაუსინჯა გემოყავას: დაკვირვებულმა მწყემსმა შეამჩნია, რომ ყოველთვის, როდესაც მისი თხები ერთი პატარა ბუჩქის ფოთლებსა და ნაყოფს შეჭამდნენ, თავს უფრო მხნედ გრძნობდნენ. მწყემსმა თვითონაც გასინჯა ნაყოფი, რომელსაც უსიამოვნო გემო ჰქონდა, მაგრამ ერთი კარგი თვისება აღმოაჩნდა, ენერგიას მატებდა. მწყემსის შემდეგ ამ უცნაური ნაყოფის გასინჯვა იქვე არსებული მონასტრის წინამძღვარმაც მოისურვა. მალე კი ამ ნაყოფისაგან მომზადებულ სითხეს ბერებს ასმევდა, რომ ხანგრძლივი წირვა-ლოცვისათვის გაეძლოთ და მსახურებაზე არ ჩასძინებოდათ. ლეგენდა გვამცნობს, რომ ცოტა ხანში ყავის ნახარშის გამოყენება ჩვეულებად ექცა მონასტრის ახლომახლო მცხოვრებ მოსახლეობასაც, სულ მალე კი ამბავი გამამხნევებელ სასმელზე მთელ იმ არემარეში გავრცელდა. სასმელს, რომელსაც ყავის მარცვლებისაგან ამზადებდნენ, სახელად “კოფე” დაარქვეს, იმ ადგილის (“კაფას”) სახელწოდების მიხედვით, სადაც ეს მცენარე აღმოაჩინეს.
ყავას წამლადაც იყენებდნენ
ყავის ისტორია სახელგანთქმული ეთიოპიელი ექიმის, შეიხ ომარის სახელთანაც არის დაკავშირებული. ერთი გადმოცემით, ყავა სწორედ მან აღმოაჩინა. ახალი წამლების ძიებაში შეიხ ომარის თვალთახედვის არეში მოხვდა ყავის ნაყოფიც, რომლისგანაც მან მარგებელი ნახარში მოამზადა. თურმე შეიხ ომარი ნახარშს თავისა და კუჭის ტკივილის დასაამებლად იყენებდა.
ერთ-ერთი ლეგენდის მიხედვით, ყავა თვით წინასწარმეტყველმა მუჰამედმაც კი დააგემოვნა და მძიმე სენისაგან განიკურნა. აღმოსავლეთის ქვეყნების მკვიდრთა ყავისადმი სიყვარული სავსებით გასაგებია – კოფეინის აღმგზნები ეფექტის გამო ყავა მათთვის სპირტიანი სასმლის ალტერნატივად იქცა. როგორც ცნობილია, ყურანი სპირტიანი სასმლის დალევას კრძალავს, სწორედ ამიტომ XVI საუკუნის ბოლოს ყავამ არაბეთის უდიდესი ნაწილი დაიპყრო, ხოლო შემდეგ ევროპამდეც მიაღწია. ევროპის ქვეყნებიდან პირველ ხანებში ყავა მხოლოდ ინგლისმა არ მიიღო, უფრო კონკრეტულად კი, ლონდონის მოსახლეობამ. ლონდონელები მიიჩნევდნენ, რომ ყავა მანკიერებისა და სიბილწის სიმბოლო იყო, რადგან ადამიანს აღაგზნებდა.
ყავა საოცრად დადებითად მოქმედების მოწამვლის დროს. ამ შემთხვევაში კუჭის ამორეცხვის შემდეგ რეკომენდებულია დაზარალებულს მივცეთ 1-2 ფინჯანი ყავა, მისი მთრიმლავი ნივთიერებები კუჭისა და ნაწლავის ლორწოვან გარსზე დადებით გავლენას ახდენენ, შეუძლიათ დალექონ და წინააღმდეგობა გაუწიონ შხამიანი ნივთიერებების ნარჩენების შეწოვას. გარდა ამისა, კოფეინი მოწამვლის დროს ტონუსს აძლევს ორგანიზმს და აძლიერებს გულის შესუსტებულ მოქმედებას. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების დროსაც იყენებენ ყავას სამკურნალოდ. მასში შემავალი მთრიმლავი ნივთიერებები ხელს უწყობს ფაღარათის შეწყვეტას და საჭმლის მონელების გაუმჯობესებას. ამ შემთხვევაში იყენებენ არა მარტო შავ ყავას, არამედ მისგან მომზადებულ ჟელეს, მუსსა და კისელს. ხანდახან ყავის დახმარებით უწყვეტენ შეუცერებელ პირღებინებას ფეხმძიმე ქალებს.
ხანდახან ყავის გამოყენება შეიძლება როგორც ჭრილობის შემახორცებელი დამხმარე საშუალება. გვირჩევენ, რომ დაბეჟილობა და ჭრილობები (მათ შორის ჩირქოვანიც) მოვბანოთ კარბოლკისა და კალიუმის მანგანუმმჟავის 2-3% –იანი ხსნარით და დავაყაროთ წვრილად დაფქული ყავა. ჭრილობა უნდა დავბანოთ არა ნაკლებ 2-ჯერ დღეში. ყავის ფხვნილით დაფარული ფენა ხელს უწყობს ჭრილობის ზედაპირის გამოშრობას და უფრო სწრაფ შეხორცებას.
http://www.samba.ge/?page=coffee&lang=geo
ყავის საიდუმლო: მივირთვათ თუ არა ყავა?
ყავა ნამდვილად უნიკალური სასმელია. მეცნიერებმა დღემდე ვერ ახსნეს მისი საიდუმლო და ვერ დაადგინეს მისი თვისებები. კოფეინის გამოყენების სფერო მეტად დიდია, ამიტომ მნიშვნელოვანია ამ ენერგეტიკის ყოველმხრივი შესწავლა.
ყავის არომატით ტკბებოდა კაცობრიობა უხსოვარი დროიდან. მრავალი ლეგენდის თანახმად ყავა პირველად მუჰამედმა დააგემოვნა, მისი მეშვეობით იგი მძიმე დაავადებისგან განიკურნა.
ყავა მეტად კაპრიზული სასმელია, თითოეულ ადამიანს უყალიბდება განსაკუთრებული დამოკიდებულება მის მიმართ. ყავა ყველას ჩუქნის თავის განუმეორებელ გემოს და არომატს, გვანებივრებს ჯიშების და მომზადების მეთოდების მრავალფეროვნებით. მისი ზემოქმედება ორგანიზმზე ინდივიდუალურია და ყოველთვის სასარგებლო არ არის. მკვლევარები უსასრულოდ კამათობენ ყავის სარგებლობა-ზიანის შესახებ, თუმცა ერთმნიშვნელოვან დასკვნამდე ჯერ არ მისულან.
ყავის ყველაზე აქტიური ელემენტია კოფეინი, რომელიც წარმოადგენს ცენტრალური ნერვული სისტემის სტიმულატორს. კოფეინის შემცველი ყველაზე გავრცელებული პროდუქტებია- ყავა, შოკოლადი, კაკაო, ჩაი და კიდევ 60-მდე მცენარე. მას იყენებენ მსუბუქ სასმელებში, როგორიცაა კოკა-კოლა, პეპსი-კოლა, მადის და სიმხნევის მოსამატებელ სამკურნალო პრეპარატებში, ასევე გაცივებისას, ბრონქული ასთმისას.
რაშია საიდუმლო?
რატომ ვეჩვევით ყავას? ყველაზე გავრცელებული მოტივია- ყავის თვისება სწრაფად მოიყვანოს ადამიანი ტონუსში ძილის შემდეგ, აავსოს ენერგიით, გააძლიეროს აზრობრივი და ფიზიკური რეაქციები. ეს ეფექტი განპირობებულია ყავის ზემოქმედებით თავის ტვინის გარკვეულ უბნებზე. კოფეინის მოქმედებით ჰიპოფიზი იწყებს ჰორმონის გამოყოფას, რომელიც ხელს უწყობს ადრენალის გამომუშავებას. ადრენალი იწვევს გულის მუშაობის აჩქარებას, ღვიძლის მიერ სისხლში გლუკოზის მეტი რაოდენობით გამოყოფას, შესაბამისად ენერგიის გაზრდას. კოფეინი ავიწროვებს სისხლძარღვებს, ადუნებს სასუნთქ გზებს, რაც აადვილებს სუნთქვას და კუნთების შეკუმშვას. ამგვარად ფინჯანი ყავა ახდენს ორგანიზმის მობილიზებას აქტიური მოქმედებებისთვის მთელი დღის განმავლობაში.
თუმცა...
ყავას ურთიერთსაწინააღმდეგო მოქმედება გააჩნია. რაც განაპირობებს თუ ვინ სვამს ყავას, რა რაოდენობით და რამდენჯერ. ყავის მისაღები დოზა თითოეული ადამიანისთვის ინდივიდუალურია. გთავაზობთ კოფეინის ადამიანზე ზემოქმედების სპექტრს და თავად განსაზღვრეთ რამდენი ფინჯანი უნდა მიირთვათ.
მომხრე: კოფეინი ეხმარება გონებრივი სამუშაოთი დაკავებულ ადამიანებს. იგი აღაგზნებს ტვინის უჯრედებს, ზრდის მათ მიმღეობას და განაწყობს მობილიზებული აზროვნებისკენ.
წინააღმდეგ: ჭარბი რაოდენობით მიღება იწვევს თავის ძლიერ ტკივილს, ნერვოზულობას, თავბრუსხვევას, შიშს და დაძაბულობას.
მომხრე: უკვე დამტკიცებულია, რომ ყავის რეგულარული მიღება (3-4 ჭიქა დღეში) ამცირებს ღვიძლის ცეროზის განვითარების ალბათობას ალკოჰოლის მომხმარებელთა შორის.
წინააღმდეგ: თუ ალკოჰოლს ყავას მიაყოლებთ, ალკოჰოლის მავნე ზემოქმედება ორგანიზმზე იზრდება.
მომხრე: ყავა მეტად სასარგებლოა დაბალწნევიანი ადამიანებისთვის.
წინააღმდეგ: ყავა და სიგარეტის მოწევა ერთდროულად, ზრდის ჰიპერტონიის განვითარების ალბათობას 35-60 %-ით.
მომხრე: ყავა დადებითად მოქმედებს კბილებზე, იცავს კარიესისგან, ეფექტურად იცავს პირის ღრუს მავნე ბაქტერიებისგან.
წინააღმდეგ: შესაძლოა კბილების სითეთრის დაკარგვა, რადგან ყავა დაცვასთან ერთად აყვითლებს მინანქარს.
მომხრე: კოფეინი ხელს უწყობს ორგანიზმში ბედნიერების ჰორმონის-სეროტონინის დაგროვებას.
წინააღმდეგ: მეცნიერები მსგავს მოქმედებას ნარკოტიკულს მიაკუთვნებენ. კოფეინის დეფიციტისას შესაძლოა განვითარდეს ნამდვილი დეპრესია.
მომხრე: ძალიან სასიამოვნო სიახლე: ყავა შეიცავს ვიტამინ pp და 300-მდე მინერალურ ნივთიერებას, მათ შორის ანტიოქსიდანტებს. და ეს ყველაფერი არ არის!
წინააღმდეგ: როგორც ყველა სტიმულატორს, ყავასაც გააჩნია უკუჩვენება. მისი მიღება არ შეიძლება საძილე და დამამშვიდებელ საშუალებებთან ერთად.
ფაქტები მთელი მსოფლიოდან:
ინგლისელი მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ყავას აქვს ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი მხოლოდ ქალებისთვის. ცდებმა აჩვენა, რომ მამაკაცებზე კოფეინი მსგავს გავლენას არ ახდენს;
გერმანელი მეცნიერები ამტკიცებენ, რომ დიდი რაოდენობით კოფეინის მოხმარება თავიდან აცილებს გამელოტებას. ამასთან კოფეინი ამგვარად მოქმედებს გარეგნული მოხმარებისას. ექსპერტების მოსაზრებით, თმის სასურველის სიგრძის მისაღწევად საჭიროა დღეში 60-80 ფინჯანი ყავის შეზელვა!
მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ყავა დადებითად მოქმედებს მხედველობაზე და ზრდის ბადურის მგრძნობელობას. სწორედ კოფეინი აიძულებს მას ინტენსიურად მოახდინოს რეაგირება გარემოზე.
კანადელი მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ კოფეინი ზრდის ორგანიზმის გამძლეობას ფიზიკური დატვირთვის მიმართ. ასევე ხელს უწყობს ცხიმის გარდაქმნას კუნთების საწვავად.
ლამაზები რომ ვიყოთ
ყავა შესანიშნავი საგემოვნო თვისებების გარდა შეიცავს ძვირფას კოსმეტიკურ ინგრედიენტებს. მასში შემავალი პინოლის მჟავა აღადგენს კანის ელასტიურობას, ხელს უშლის მის დაბერებას, ასევე გააჩნია ანთების საწინააღმდეგო და ფოტოდაცვითი თვისებები. მსოფლიოში ცნობილი მარკები იყენებენ ყავის ამ თვისებას სახის ძვირფასი კრემების შესაქმნელად. კოფეინის ზემოქმედებით მკვრივდება კანი, იჭიმება სახის ოვალი და ნელდება დაბერების პროცესი.
კოფეინში შემავალი ბუნებრივი კომპონენტები ხელს უწყობს ტოქსინებისგან გათავისუფლებას, ააქტიურებს ცხიმების დაშლას, ამიტომ ანტიცელულიტური კრემების უმრავლესობა შეიცავს კოფეინს. ისინი შექმნილია განსაკუთრებული მწვანე ყავის საფუძველზე. ასევე იქმნება სპეციალური სურნელები კოფეინის არომატით, რადგან იაპონელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ყავის არომატი ხელს უწყობს წონის შემცირებას ფსიქოლოგიურ დონეზე.
http://me-mariam.piczo.com/?g=53428798&cr=5
ძალიან საინტერესო პოსტი ყავის მოყვარულთათვის. გირჩევთ წაიკითხოთ და გაიგოთ უფრო მეტი თქვენი საყვარელი სასმელის შესახები.
1) რომის პაპს, კლემენტ VII-ს უყვარდა ყავა, ამიტომ მან ყავის მოხმარება ნებადართული გახადა.
2) კოფეინის ხის ნაყოფი ცოცხლობს 50-დან 70 წლამდე.
3) ყავის მარცვლები თავდაპირველად არის ყვითელი, შემდეგ ნარინჯისფერი და შემდეგ მუქი წითელი, მორწყვიდან 6-8 თვის შემდეგ.
4) ყავის ხე შესაძლოა აყვავილდეს რვაჯერ წელიწადის განმავლობაში – წვიმების ინტენსივობის შესაბამისად.
5) ყვავილობისას, ყავის ხე იფარება 30,000-მდე თეთრი ყვავილით, რომელიც გადაიქცევა ნაყოფად 24-26 საათის შემდეგ.
6) ყავა არის მსოფლიოში ყველაზე პოპულარული სასმელი, რომელიც წელიწადის განმავლობაში ტრილიონ ნახევარჯერ მოიხმარება.
7) ამერიკა მსოფლიოში ყველაზე მეტ ყავას აწარმოებს, რომელიც პროცენტულად 70 % – ს უდრის, ბრაზილიის წილი 30 % – ს, ხოლო კოლუმბიის 12 %.
8) მსოფლიოს მაშტაბით 25 მილიონი ადამიანია დაკავებული ყავის ინდუსტრიით.
9) ბრაზილიაში 5 მილიონი ადამიანია ყავის ინდუსტრიით დაკავებული.
10) ყავის 60 %-ს რძესთან და შაქართან ერთად მიირთმევენ, 40 %-ს შავს.
11) კაცები სვამენ ოდნავ მეტ ყავას, ვიდრე ქალები.
12) ბახმა დაწერა კანტატა ყავაზე 1732 წელს.
13) პირველად ევროპელებმა დაამატეს შოკოლადი ყავას, ადრეულ 1600 წელს.
14) სკანდინავიაში დაფიქსირებულია ერთ სულ მოსახლეზე ყველაზე მეტი რაოდენობის ყავის მოხმარება – 12 კგ წელიწადში. (ესენი ეტყობა მე არ მიცნობენ :დ)
15) ყავის რეგულარულ მომხმარებლებს სხვა დანარჩენებთან შედარებით, აქვთ ასთმით დაავადების გაცილებით დაბალი კოეფიციენტი.
Avtori :dima sanaia, saiti_ ucnauri.com
ყავა – მსოფლიო სასმელი
ცოტა რამ ყავის შესახებ…
ყოველდღიურად მსოფლიოში 1,5 მლრდ ფინჯან ყავას სვამენ. ევროპაში ყველაზე მეეტ ყავას ფინელები და ნორვეგიელები მიირთმევენ.
დღესდღეობით, 70 სახეობის ყავა არსებობს, მათგან ყველაზე პოპულარულია: “რობუსტი” და “არაბიკა”.
თავდაპირველად ყავას მარცვლებისგან ხარშავდნენ. შემდეგ მისი დაფქვა ისწავლეს. 1554 წელს პირველი ყავახანები სტამბოლში გაიხსნა. სირიელები ახალადაფქულ და მოხარშულ ყავას არომატისთვის მიხაკსა და ილს უმატებდნენ.
ყველაზე ძვირადღირებული ფინჯანი ყავას იაპონიაში მოგართმევენ. იამაიკური რომით შეზავებული Jamaica Blue Mountain 30 ევრო ღირს. 1940 წლიდან იაპონიაში ყავას ყინულით მიირთმევენ. ამომავალი მზის ქვეყანაში ყავახანს Kissaten ჰქვია. იაპონიაში 1-ელი ოქტომბერი ყავის დღედაა გამოცხადებული.
ფრანგები დილაობით დიდი ჭიქით სვამენ რძიან ყავას, იტალიელები – მაგარ რისტრეტოს. ამერიკელები Starbucks-ის ყავახანებში 2 ჭიქა ამერიკანოს მიირთმევენ, 3 ჭიქის ოდენობა კი თან მიაქვთ. არაბები დილის 4 საათზე ქვუშუს გაცხელებას იწყებენ, სპილენძის ჯეზევში არომატული ყავის მოსახარშად.
ძველად მიიჩნევდნენ, რომ ყავა ძალასმატებდა, ფილოსოფოსები კი – სიბრძნეს. ყავა არაბულად “სიძლიერეს”, “აქტიურობას” ნიშნავს.
ევროპის კაფეებში დილით კაფენეროს (საშუალო სიძლიერის ყავას) მოგართმევენ, საღამოს – კაფე-ფერტინგს არყით. ასევე პოპულარული სასმელებია: ფიაკერი (ესპერნო ან მოკო რომით ან კონიაკით), მარია-ტერეზინა (მოკო ფორთოხლის ლიქიორით) აირიში (ყავა შაქრითა და ვისკით), ჰოთ-შოტი (ლიქიორითა და ნაღებით) და ა.შ.
თუ დილაობით ფრანგები რძიან ყავას სვამენ, საღამოს ლიეჟუას (ყავა ვანილის ნაყინითა და ნაღებით) მიირთმევენ; დღის განმავლობაში – ლატეს, მაკიატეს და კაპუჩინოს.
ავსტრალიელი ოფიციანტი აინშპენერით (მოკო ათქვეფილი ნაღებით) ან მელაჟნით (ყავა რძით) გაგიმასპინძლდებათ. შვეიცარიაში ტრადიციულად შიუმლის (ფილტრის ყავა) მოგართმევენ.
ყველაზე მოცლილი კლიენტები სამხრეთ აფრიკულ ყავახანებში დადიან. ოფიციანტი, თქვენ თვალწინ, რეცხავს ყავის მარცვლებს, შემდეგ მოხალავს, გააგრილებს, ხელის საფქვევში ჩამოაფქვევს, მოხარშავს და მოგართმევთ.
ამბობენ რომ ეკატერინე II იმდენად მაგარ ყავას სვამდა, რომ ჭიქაში მორჩენილ ნალექს კიდევ უამრავჯერ ხარშავდნენ. მეორედ მას კამერდინერები სვამდნენ, შემდეგ მზარეულები, მოსამსახურეები და ბოლოს – ლაქიები.
ევროპაში შაქროამო ყავა პირველად საფრანგეთის მეფემ, ლუი XIV-მ 1715 წელს დააგემოვნა. მანამდე სასმელში, სურვილის მიხედვით, ლიმონის ნაჭერს აგებდნენ. საფრანგეთში ყავა არაბებმა შეიტანეს. ევროპაში მას “არაბულ ღვინოს” ეძახდნენ. ყავაში რძის ჩამატება ევროპელებმა 1680 წელს დაიწყეს.
ყავის ფილტრი 1908 წელს გერმანელმა მელიტა ბენცმა დაამზადა. პირველი ესპრესოს ავტომატი იტალიაში 1906 წელს დაამზადეს.
წყარო: ჟურნალი “გზა”
ავტორი: შოთ წიკლაური

Subscribe to:
Posts (Atom)