Friday, January 18, 2013

პრეზენტაცია

ცნობილი სახეობები

კაპუჩინო
კაპუჩინოს სამშობლო იტალიაა. მის გამოგონებას იტალიელ ბერ კაპუცინებს მიაწერენ. იტალიელი ბერები ყავას მხოლოდ რძით მიირთმევდნენ. შეამჩნიეს, რომ ყავა იკეთებდა გემრიელ ნაღებს და ბერებისთვის, რომლებიც ისედაც მოკლებულნი იყვნენ ამქვეყნიურ სიამოვნებას, ყავა ნეტარების საგნად იქცა. მათ ნაღებითა და რძით ყავის მომზადების მთელი ტექნოლოგია შეიმუშავეს. XIX საუკუნეში კაპუჩინოს მომზადება გაცილებით გაამარტივა თანამედროვე ტექნოლოგიებმა. აღსანიშნავია, რომ თანამედროვე კაპუჩინოს სახარში აპარატები მუშაობს პადრე კარლოს მიერ შემუშავებული მეთოდით. სუპერმარკეტებში ხშირად შეხვდებით ხსნად ყავა კაპუჩინოს, თუმცა, დამეთანხმებით, მას ცოტა რამ აკავშირებს ნამდვილ კაპუჩინოსთან.
ესპრესო
ესპრესოს ისტორია 1900 წლიდან იწყება, როდესაც იტალიელმა მეწარმემ ლუიჯი ბეზერამ პირველად გამოიყენა სპეციალური ფილტრი და ორთქლის წნევა ყავის მომზადებისთვის. სიტყვა ესპრესსო ნიშნავს დაწნეხილს, რაც ყავის მომზადების სპეციფიკიდან გამომდინარეობს. XX საუკუნის 30-იან წლებში ფაშისტურ იტალიაში შემუშავებული იქნა ყავის სახარშის ქვიშის საათის ფორმის ცნობილი დიზაინი.
ხსნადი ყავა
ეს შეუფერებელი საჩუქარი სამყაროს შვეიცარიელმა ქიმიკოსმა,მაქს მორგენ შტალერმა უსახსოვრა. 1938 წელს საზოგადოების წინაშე წარადგინა თავისი ახალი გამოგონება,რომელსაც დიდი წარმატება არ მოჰყოლია.ექსპერტების აზრით,ეს ახალი სასმელი უგემური იყო და არც არომატი გააჩნდა.ხსნადი ყავის ეპოქა მეორე მსოფლიო ომის დროს დაიწყო,რადგანაც ფრონტის ხაზზე მისი მომზადება გაცილებით მარტივი იყო.

 გამოყენებული საიტი: http://tamtaqavtaradze.blogspot.com/p/blog-page_907.html