ყავა-მსოფლიო სასმელი
Friday, January 18, 2013
ცნობილი სახეობები
კაპუჩინოკაპუჩინოს სამშობლო იტალიაა. მის გამოგონებას იტალიელ ბერ კაპუცინებს მიაწერენ. იტალიელი ბერები ყავას მხოლოდ რძით მიირთმევდნენ. შეამჩნიეს, რომ ყავა იკეთებდა გემრიელ ნაღებს და ბერებისთვის, რომლებიც ისედაც მოკლებულნი იყვნენ ამქვეყნიურ სიამოვნებას, ყავა ნეტარების საგნად იქცა. მათ ნაღებითა და რძით ყავის მომზადების მთელი ტექნოლოგია შეიმუშავეს. XIX საუკუნეში კაპუჩინოს მომზადება გაცილებით გაამარტივა თანამედროვე ტექნოლოგიებმა. აღსანიშნავია, რომ თანამედროვე კაპუჩინოს სახარში აპარატები მუშაობს პადრე კარლოს მიერ შემუშავებული მეთოდით. სუპერმარკეტებში ხშირად შეხვდებით ხსნად ყავა კაპუჩინოს, თუმცა, დამეთანხმებით, მას ცოტა რამ აკავშირებს ნამდვილ კაპუჩინოსთან.
ესპრესოესპრესოს ისტორია 1900 წლიდან იწყება, როდესაც იტალიელმა მეწარმემ ლუიჯი ბეზერამ პირველად გამოიყენა სპეციალური ფილტრი და ორთქლის წნევა ყავის მომზადებისთვის. სიტყვა ესპრესსო ნიშნავს დაწნეხილს, რაც ყავის მომზადების სპეციფიკიდან გამომდინარეობს. XX საუკუნის 30-იან წლებში ფაშისტურ იტალიაში შემუშავებული იქნა ყავის სახარშის ქვიშის საათის ფორმის ცნობილი დიზაინი.
ხსნადი ყავაეს შეუფერებელი საჩუქარი სამყაროს შვეიცარიელმა ქიმიკოსმა,მაქს მორგენ შტალერმა უსახსოვრა. 1938 წელს საზოგადოების წინაშე წარადგინა თავისი ახალი გამოგონება,რომელსაც დიდი წარმატება არ მოჰყოლია.ექსპერტების აზრით,ეს ახალი სასმელი უგემური იყო და არც არომატი გააჩნდა.ხსნადი ყავის ეპოქა მეორე მსოფლიო ომის დროს დაიწყო,რადგანაც ფრონტის ხაზზე მისი მომზადება გაცილებით მარტივი იყო.
გამოყენებული საიტი: http://tamtaqavtaradze.blogspot.com/p/blog-page_907.html
Thursday, January 17, 2013
Saturday, December 29, 2012
ყავა აღქმის უნარს აძლიერებს ..
ჩატარებულმა კვლევებმა ცხადყო, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც დღეში 2 ან 3 ფინჯან ყავაზე მეტს მიირთმევენ, ნაღვლის ბუშტში კენჭების წარმოქმნის ალბათობა უფრო ნაკლები აქვთ, ვიდრე მათ, ვინც საერთოდ არ მიირთმევს მას. მეცნიერთა აზრით, საქმე ის არის, რომ კოფეინი ხელს უშლის ქოლესტერინული ნალექის წარმოქმნას. კოფეინი დადებითად მოქმედებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე. კერძოდ, აუმჯობესებს ტვინის მუშაობას.
დამტკიცებულია, რომ 1-2 ფინჯანი ყავა, ასევე, გვეხმარება უკეთესად მოვახდინოთ კონცენტრაცია სამუშაოზე.
ყველამ, ვისაც გარკვეული მიზნების გამო ღამის გათევა უწევს, კარგად იცის, რომ კოფეინი არაჩვეულებრივი საშუალებაა ძილის ინააღმდეგ. ამას გარდა, ის აძლიერებს და ამაღლებს აღქმის უნარს, აუმჯობესებს მოძრაობით ფუნქციებს. მიუხედავად ამისა, არ შეიძლებაყავის ბოროტად გამოყენება და ძილის წინ მისი დალევა.კოფეინის წყალობით ძლიერდება ამტანობა, ამიტომ, ვარჯიშის დაწყებამდე კარგია მაგარი შავი ყავის დალევა. თუმცა ყავას უარყოფითი მხარეც აქვს. ცნობილია, რომ ძვლების სიმაგრეს კალციუმი განაპირობებს. კოფეინს აქვს იმის უნარი, რომ ეს ნივთიერება ორგანიზმმა აითვისოს და ხდება ნაწლავების მიერ კალციუმის შეწოვა. თუ თქვენი საკვები კალციუმით მდიდარია, თამამად შეგიძლიათ მიირთვათ დღეში 1-2 ფინჯანი ყავა, ხოლო იმ ზიანის კომპენსირება, რაც მოაქვს ერთ ფინჯან ყავას, შეგიძლიათ, საკვებიდან აინაზღაუროთ და მიიღოთ 40 მილიგრამი კალციუმი. ბევრს აინტერესებს კითხვაზე პასუხი, შეიძლება თუ არა, ფეხმძიმე ქალმა დალიოს ყავა. ცნობილია, რომ მისი ხშირი და სისტემატური გამოყენება ფეხმძიმე ქალისთვის შეიძლება ნაყოფის მოშლის ან ნაადრევი მშობიარობის დაწყების მიზეზიც გახდეს. ცნობილია, რომ კოფეინი ადვილად აღწევს პლაცენტაში და, ასევე, შეიძლება, მოხვდეს დედის რძეშიც, სწორედ ამიტომ ურჩევენ ორსულ ქალებს, არ მიირთვან ყავა და დროებით მაინც შეცვალონ ის ჩაით ან ნატურალური წვენებით.
http://oxun.ge/104512-.html
ყავა მანია :)
ლათინური ამერიკა
გვატემალა “Antigua”ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ყავის პლანტაციები მდებარეობს Antigua-ს რეგიონში. პლანტაციების უმეტესობა განლაგებულია გვატემალას სამხრეთ ნაწილში სადაც მოყავთ საუკეთესო არაბიკას მარცვლები. ამ ყავას დაკრავს ხილის გემო და ძლიერი არომატი.
კუბა “Turquino”ეს ყავა მოდის აღმოსავლეთი და ცენტრალური კუბის საუკეთესო პლანტაციებიდან. მისი მოყვანისას არ გამოიყენება არანაირი სასუქი. რადგან ის იზრდება დაბლობზე, მას აქვს დაბალი მჟავიანობა ვიდრე სხვა ყავებს ცენტრალური ამერიკიდან. მისი გემო განუმეორებელ კუბურ სიგარას მოგვაგონებს!
ნიკარაგუა Maragogype “Giants”ეს ყავა მოყავთ Jinotega-ს პლანტაციებზე რომელიც განთავსებულია ზღვის დონიდან 1500 მ. ნიკარაგუა ითვლება ერთ-ერთ საუკეთესო ყავის მწარმოებლად. მარცვლების მოკრეფვა ხდება ხელით რადგან მარცვლები მწიფდება სხვადასხვა დროს. მისი მარცვლები საკმაოდ დიდი ზომისაა, არის მომწარო და აქვს ნაღების არომატი. <
b>კოლუმბია უკოფეინო “Decaffeinated”ეს ყავა მოყავთ Huila-ს პლანტაციებზე რომელიც მოშორებულია ცივილიზაციიდან. მორწყვისთვის გამოიყენება სუფთა მთის წყალი. Caiba არის ხის ტიპი რომელიც იზრდება ამ რეგიონში. მას აქვს არაჩვეულებრივი ხილის სურნელი და არ ააქვს კოფეინი.
კოლუმბია Supremo “La Ceiba”ეს ყავა მოყავთ Huila-ს პლანტაციებზე რომელიც მოშორებულია ცივილიზაციიდან. მორწყვისთვის გამოიყენება სუფთა მთის წყალი. Caiba არის ხის ტიპი რომელიც იზრდება ამ რეგიონში. მას აქვს არაჩვეულებრივი ხილის სურნელი.
ბრაზილია “Fazenda Lagoa”ერთ-ერთი საუკეთესო ბრაზილიური ყავა რომელიც მოდის ეკოლოგიურად სუფთა გარემოში. შესაბამისად, მისი რაოდენობა ლიმიტირებულია. ამ ყავას მიუღია არა ერთი ჯილდო საერთაშორისო გამოფენებზე. აქვს რბილი მოტკბო გემო.
აფრიკა
კენია “Pearls of Africa”ყავის ექსპორტიორ ქვეყნებს შორის კენიას უკავია საკმაოდ პატარა წილი (1.5%). სამაგიეროდ ხარისხით ერთ-ეთი ყველაზე საუკეთესოა. ეს ყავა არის Kiundi რეგიონიდან და არის ხელით მოკრეფილი. ის მოხალულია გამოცდილი ექსპერტების მიერ რაც აძლევს მას შეუდარებელ გემოს.
ეთიოპია “Sidamo”Sidamo-ს რეგიონი მდებარეობს ეთიოპიის სამხრეთ ნაწილში. ეთიოპია ცნობილია როგორც ყავის “დაბადების” ადგილი. ყველაზე ძველი ყავის პლანტაციები ნაპოვნი იყო ეთიოპიაში. ეთიოპია ცნობილია როგორც ყველაზე დიდი არაბიკას მარცვლების ექსპორტიორი. ეს ყავა საკმაოდ ძნელი ასაღწერია. მის ძლიერ არომატს თან ახლავს ძლიერი შოკოლადის გემო. ესპრესო ესპრესო “Espresso No. 3” ესპრესოს ახალი ბრენდი რომელიც შედგება 30% აფრიკული რობუსტასგან და 70% ბრაზილიური არაბიკასგან. საკმაოდ ძლიერია და მისი გემო რჩება დიდი ხანი. არომატიზირებული ყავა
შოკოლადი ნაღებით “Chocolate Cream”როგორც ყველა არომატიზირებული ყავა, ეს ყავაც შეიცავს საუკეთესო არაბიკას მარცვლებს. შოკოლადის არომატი აძლევს მას განუმეორებელ გემოს! ირლანდიური ნაღები “Irish Cream” შეიცავს 100% საუკეთესო არაბიკას მარცვლებს. აქვს უცნაურად რბილი და ამავდროულად ძლიერი გემო. თურქული თაფლი “Turkish Honey” კოლუმბიური და ბრაზილიური არაბიკას მარცვლებს დამატებული აქვს თურქული თაფლის არომატი. თაფლის ტკბილი სურნელი და ყავა იძლევა საუკეთესო ნაერთს! ყავა თხილით “Happy Hazelnut” ცენტრალური და სამხრეთ ამერიკის არაბიკას მარცვლებს დამატებული აქვს თხილის არომატი რაც აძლევს ყავას განუმეორებელ გემოს! http://teamania.ge/geo/coffee
ყავა ბათუმურად
მშვენიერი დღეა იმისთვის რომ კიდვ ერთ ფინჯან ყავასთან, კიდევ რამოდენიმე ამბავი მოგითხროთ.გავარკვიოთ რა ყავას ვსვამთ ჩვენ. ქართველებს გვჩვევია რაიმე პროდუქტის „ბრენდირება“ იმისდა მიუხედავად უცხოურია ის თუ არა ( ბერძნული კაკლის მაგალითზე, რაც წმინდა ქართული ჯიშია) . ბარში შესულები „ნალექიანი“ ყავის მოთხოვნისას ხშირად ვაკონკრეტებთ ხოლმე „თურქული! “. ბატონებო, თურქული ყავა გაცილებით მაგარი და მწარეა ვიდრე ის რასაც ჩვენ ვსვამთ. მართებული იქნება (მეტ წილად ბათუმში) მოგეთხოვათ ყავა ბათუმურად. ერთადერთი რითაც ის ჰგავს თურქულს ეს მისი მომზადების წესია.
როგორია ყავა ბათუმურად? არავითარი ეგრედწოდებული „მინუტკა“ . ცხელ ქვიშაში ჩადგმული პატარა ჯეზვე. მოხალული (და არა დამწვარი), წვრილად დაფქვილი ( არც „ხორეში“ და არც მტვრად ქცეული) ყავა და შაქარი ერთი ერთზე. წყალიც არ დაგავიწყდეთ. ქვიშა თავისას შვება. ცეცხლისგან განსხვავებით ნელა ადუღებს, მარცვლებიდან სრულად გამოჰყავს არომატი. გამოცდილმა ადამიანმა იცის რომ ის არც ნაადრევად (წამოქაფებისას) უნდა დაასხა ფინჯანში და არც ზედმეტად ჩახარშვა ვარგა ( ყავა მწარდება).
ყავა უნდა იყოს კარგად მოდუღებული, თითქმის ჩახარშული და არა წამოდუებული. თუ ამ ოქროს შუალედს დაიჭერთ ფინჯანში მოშავო-მოყავისფრო არომატულ სითხეს მიიღებთ ზედმეტი ქაფი (როგორც ადრე მიღებული იყო „პენკა“) ყავას არ უხდება.
მისი ხარისხის პირველი მაუწყებელი სურნელებაა. ნამდვილი ყავის სურნელს წამშივე იგრძნობთ. მეორე ეს მისი არომატია, დაგემოვნებისას ენის წვერიზე და უკანა კედელზე იგრძნობთ რეცეპტორების გაღიზიანებას, რაც მისი მომწარო მოტკპო გემოს გამო ხდება. და ბოლოს სიამოვნების საამო ტალღა, რომელიც მთელ სხეულს დაუვლის როცა ყოველივე ამას იგრძნობთ. თუ კი ზემოთ ჩამოთვლის იმასაც დავუმატებთ რომ სანაპიროზე სხედხართ და ზღვაზე მზის ჩასვლის ცქერით ტკბებით. მგონი ეს შეგრძნებები ერთი ორად გამძაფრდება. სუბიექტური ვარ, მაგრამ ვიტყვი რომ „ბათუმური ყავა“ გაცილებით მეგემრიელება და მირჩევნია თურქულს (რომელსაც შედარებით მომწარო გემო აქვს) და ბერძნულსაც ( რომელიც გაცილებით ბაცი ფერისაცაა და გემოთიც განსხვავდება). სხვათაშორის საბერძნეთშიც და თურქეთშიც ფინჯან ყავასთან ერთად ჭიქა წყალიც მოაქვთ ზედმეტი სიმწარის გასანეიტრალებლად.
იმაზე აღარ ვსაუბრობ ვის როგორი ყავა მოსწინს. ზოგი უშაქრის სვამს, ზოგიც ტკბილს. ყავის გურმანები კარგა ხანია თავად ყიდულობენ სხვადასხვა სახის მარცვლებს, ფრქვავენ და სასურველი რაოდენობით ურევენ ერთმანეთს. ასე იქმნება განსხვავებული არომატის თაიგული. რაც შეეხება დანამატებს, ვაღიარებ მაქსიმუმ მიხაკდარიჩინი და ოდნავ ვანილია. ისც გარკვეული დოზით. რძეს რაც შეეხება, ბათუმურ ყავაში მას არაფერი ესაქმება. ახლა თამამად შეგიძლიათ მიირთვათ ბათუმური ყავა. შეიგრძნოთ მისი არომატი და დატკბეთ ზღვის ხედით ღია აივნიდან. ავტორი Da-v-iD http://www.mtvarisklubi.com/2010/08/blog-post_04.html

Subscribe to:
Posts (Atom)