Saturday, December 29, 2012

ყავა ბათუმურად

მშვენიერი დღეა იმისთვის რომ კიდვ ერთ ფინჯან ყავასთან, კიდევ რამოდენიმე ამბავი მოგითხროთ.გავარკვიოთ რა ყავას ვსვამთ ჩვენ. ქართველებს გვჩვევია რაიმე პროდუქტის „ბრენდირება“ იმისდა მიუხედავად უცხოურია ის თუ არა ( ბერძნული კაკლის მაგალითზე, რაც წმინდა ქართული ჯიშია) . ბარში შესულები „ნალექიანი“ ყავის მოთხოვნისას ხშირად ვაკონკრეტებთ ხოლმე „თურქული! “. ბატონებო, თურქული ყავა გაცილებით მაგარი და მწარეა ვიდრე ის რასაც ჩვენ ვსვამთ. მართებული იქნება (მეტ წილად ბათუმში) მოგეთხოვათ ყავა ბათუმურად. ერთადერთი რითაც ის ჰგავს თურქულს ეს მისი მომზადების წესია.
როგორია ყავა ბათუმურად? არავითარი ეგრედწოდებული „მინუტკა“ . ცხელ ქვიშაში ჩადგმული პატარა ჯეზვე. მოხალული (და არა დამწვარი), წვრილად დაფქვილი ( არც „ხორეში“ და არც მტვრად ქცეული) ყავა და შაქარი ერთი ერთზე. წყალიც არ დაგავიწყდეთ. ქვიშა თავისას შვება. ცეცხლისგან განსხვავებით ნელა ადუღებს, მარცვლებიდან სრულად გამოჰყავს არომატი. გამოცდილმა ადამიანმა იცის რომ ის არც ნაადრევად (წამოქაფებისას) უნდა დაასხა ფინჯანში და არც ზედმეტად ჩახარშვა ვარგა ( ყავა მწარდება).
ყავა უნდა იყოს კარგად მოდუღებული, თითქმის ჩახარშული და არა წამოდუებული. თუ ამ ოქროს შუალედს დაიჭერთ ფინჯანში მოშავო-მოყავისფრო არომატულ სითხეს მიიღებთ ზედმეტი ქაფი (როგორც ადრე მიღებული იყო „პენკა“) ყავას არ უხდება.
მისი ხარისხის პირველი მაუწყებელი სურნელებაა. ნამდვილი ყავის სურნელს წამშივე იგრძნობთ. მეორე ეს მისი არომატია, დაგემოვნებისას ენის წვერიზე და უკანა კედელზე იგრძნობთ რეცეპტორების გაღიზიანებას, რაც მისი მომწარო მოტკპო გემოს გამო ხდება. და ბოლოს სიამოვნების საამო ტალღა, რომელიც მთელ სხეულს დაუვლის როცა ყოველივე ამას იგრძნობთ. თუ კი ზემოთ ჩამოთვლის იმასაც დავუმატებთ რომ სანაპიროზე სხედხართ და ზღვაზე მზის ჩასვლის ცქერით ტკბებით. მგონი ეს შეგრძნებები ერთი ორად გამძაფრდება. სუბიექტური ვარ, მაგრამ ვიტყვი რომ „ბათუმური ყავა“ გაცილებით მეგემრიელება და მირჩევნია თურქულს (რომელსაც შედარებით მომწარო გემო აქვს) და ბერძნულსაც ( რომელიც გაცილებით ბაცი ფერისაცაა და გემოთიც განსხვავდება). სხვათაშორის საბერძნეთშიც და თურქეთშიც ფინჯან ყავასთან ერთად ჭიქა წყალიც მოაქვთ ზედმეტი სიმწარის გასანეიტრალებლად.
იმაზე აღარ ვსაუბრობ ვის როგორი ყავა მოსწინს. ზოგი უშაქრის სვამს, ზოგიც ტკბილს. ყავის გურმანები კარგა ხანია თავად ყიდულობენ სხვადასხვა სახის მარცვლებს, ფრქვავენ და სასურველი რაოდენობით ურევენ ერთმანეთს. ასე იქმნება განსხვავებული არომატის თაიგული. რაც შეეხება დანამატებს, ვაღიარებ მაქსიმუმ მიხაკდარიჩინი და ოდნავ ვანილია. ისც გარკვეული დოზით. რძეს რაც შეეხება, ბათუმურ ყავაში მას არაფერი ესაქმება. ახლა თამამად შეგიძლიათ მიირთვათ ბათუმური ყავა. შეიგრძნოთ მისი არომატი და დატკბეთ ზღვის ხედით ღია აივნიდან. ავტორი Da-v-iD http://www.mtvarisklubi.com/2010/08/blog-post_04.html

No comments:

Post a Comment